კალათა

დეტალურად

კატო ჯავახიშვილის ახალი კრებული ახალ კინო-სურათადაც შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, მით უფრო, რომ ამის საშუალებას ავტორი თავადვე გვაძლევს – სიურეალისტური სიზმრების მეტაპროექცია მისი პოეტური ხელწერაა, დომინანტური ფონია, რომელიც ყოველ ახალ კრებულში ახალი ამბავის, ახალი თავგადასავლის კონტურებს გამოკვეთს. კინო-სურათის სირთულე და დრამატულობა კი იმ სალექსო ფორმების სირთულესაც ემთხვევა, რომლებსაც ავტორი სათქმელის გამოხატვისთვის ირჩევს. სითამამე და პროტესტი კრებულის სახასიათო აქცენტებია. ადამიანის ბედისწერა, ხშირად ტრაგიკომიკური ნიუანსებით, მკაცრი სოციალური და მენტალური ფონით, ბევრი ჰორორით, საგანგებოდ უტრირებული სიმახინჯეებით და სავალდებულო ფატალური ფინალით, – არავის ტოვებს გულგრილს, რაც უკვე თავისთავად წარმატებული შედეგია უგრძნობელობასა და მექანიკურ, გარობოტებულ რუტინაში ჩაბმული თანამედროვე ადამიანისთვის. სუსტი ნერვების მქონენი კატო ჯავახიშვილის პოეზიის კინოსეანსზე არ დაიშვებიან. (ნინო სადღობელაშვილის ბოლოსიტყვაობიდან)
  • ტყუილი
  • კატეგორია X
  • ფარდულის ანგელოზები
  • მცნება
  • ამბავი ჩვენზე, კიბეებზე, მოაჯირებსა და ხურჯინებზე
  • წეროები
  • სამნი
  • ქინძისთავების ღმერთი
  • ზღვა უნდა იყოს დიდი და ლურჯი
  • მან უთხრას ქარებს
  • ზედ სართავი
  • ახსნა
  • სახლი
  • შემთხვევითობა
  • წასვლა
  • დაპირება
  • ათი სახლის აქეთ
  • სამომავლო განტოლებები
  • დამთვალიერებელი
  • თვითმფრინავები
  • ბიჭები
  • დაბადების დღე
  • შუახნის გოგოს ამბავი
  • ზაფხულში დაბადებული
  • დედაჩემმა მითხრა, რომ
  • უმი
  • ვივახშმოთ
  • ნება
  • კაციშაშვი
  • კომბოსტო
  • მსხვერპლი
  • ვარდიკო
  • გაცრილი ქვიშა
  • კოდალა
  • ვინც დაიბადა ლოდინისთვის