კალათა

დეტალურად

ამ წიგნიდან გაიგებ, როგორ მოიფიქრო კრეატიული და ინოვაციური იდეები. ბევრი ფიქრი სულაც არ ნიშნავს სწორად ფიქრს. თუ არასწორად ფიქრობ, რამდენიც უნდა ეცადო, მაინც გაგიჭირდება იდეის მოფიქრება. მთავარი ბევრი ფიქრი კი არა, სწორად ფიქრია. თუ იდეაზე სწორად ფიქრობ, ორი ვარიანტია: ან კარგ იდეას მოიფიქრებ, ან ძალიან კარგს. იდეა ყველაზე ძლიერი და ღირებული რამაა, რაც ადამიანის გონებას შეუქმნია, ქმნის და მომავალშიც შექმნის. დროის ნამდვილი დაზოგვა ის იქნება, თუ ჩვენი ჯადოსნური გონების მუშაობის ყოველ წამს ნაყოფიერად გამოვიყენებთ. გონების ჯადოსნური მუშაობის ნაყოფი იდეაა, ჯადოსნური მუშაობა კი – კრეატიულად აზროვნება. იდეები არასოდეს ყოფილა ისეთი ძვირფასი და მოთხოვნადი, როგორც დღეს არის. ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ ეს ძვირფასი იდეები უფასოა. თუ იდეას იყიდი, ძვირი ღირს, ხოლო თუ მოიფიქრებ – უფასოა. წაიკითხე ეს წიგნი და გაიგე, როგორ აღმოაჩინო საკუთარი იდეები.
  • წინასიტყვაობა
  • ვინ არის კრეატიული?
  • რისთვის გვჭირდება იდეები?
  • ადამიანის კრეატიული ბუნება
  • მოტოციკლეტი და მიქსერი
  • როდის გაჩნდება იდეები?
  • განეწყვე და მოიფიქრე
  • შაბლონები და ფიქრის მოდელები
  • ვინ არის მშიშარა?
  • გონების მომზადება იდეებისთვის
  • კომფორტის ზონა – ულამაზესი ბორკილები
  • თუ ცურვის სწავლა გინდა, უნდა დასველდე
  • ასოციაციების გამდიდრება
  • კრეატივის 3 კანონი
  • წესების დარღვევის წესი
  • დაფიქრდი, როგორ ფიქრობ
  • კომბინაციური თამაშები
  • იდეების დღიური
  • წარმოსახვითი განათლება
  • იდეების რესურსი
  • ოქროს მოპოვება
  • პატარა იდეა, დიდი იდეა
  • ერთსა და იმავეს ორჯერ ვერ გაიფიქრებ
  • იფიქრე შეყვარებულზე
  • ინოვატორი
  • ორგანიზაციული კრეატივის ყველაზე გავრცელებული შეცდომები
  • გახდი უფრო კრეატიული სამუშაო პროცესში
  • ფიქრი და საქმე
  • არასოდეს არ არის გვიან
  • ჩანაწერი იმ დღეს, როცა „კრეატიული არ ვარ“ კატეგორიის სტუდენტი სალექციო ბრძოლის ველზე დამარცხებული დაეცა, რამდენიმე წამის შემდეგ კი ბედნიერი და კრეატიული წამოდგა:
  • პასუხები სოციალურ ქსელებში მოწერილ კითხვებზე
  • კრეატიულობა – ჩვენი საუკუნის ყველაზე მოთხოვნადი უნარი
  • საშიში მითები კრეატორებზე
  • პატარა ხუმრობის დიდი ამბავი
  • ეძებე კონკრეტულად, ეძებე ზოგადად
  • თუ სამყაროში კრეატივის როლი მაინც გეცოტავება
  • კრეატივის ტრენინგი
  • სავარჯიშოები, აქტივობები, მეთოდები და რჩევები
    • კარგია, რადგან...
    • კომპანია „შეცდომა“
    • დაყარე და აარჩიე
    • ბრეინსტორმინგი
    • იპოვე კავშირები
    • უნივერსალური თანამშრომლობა
    • ფიქრის სტარტერები
    • ფილმების სლოგანები
    • 31 ცდა
    • ქართული კრეატივი
    • უკუღმა და წაღმა
    • შეცვალე სტანდარტი
    • აქციე პრობლემა ბიზნესშთაგონებად
    • კრეატიული CV
    • სხვა დანიშნულება
    • 3 შეკითხვის მეთოდი