ფინელი ქალბატონი, ანა-ემილია ესკური ძალადობის ბუნების შესახებ არანაკლებ სულისშემძვრელ ამბებს მოგვითხრობს, ვიდრე პასტერნაკი, შალამოვი თუ სოლჟენიცინი – თავიანთ ნაწარმოებებში. წიგნის მრავალ ღირსებათა შორის უთუოდ აღსანიშნავია მრავალწახნაგოვანი ხასიათები, ლაღი თხრობა და, რა თქმა უნდა, ჭეშმარიტი სიყვარულის ისტორია, რომლის წყალობითაც ავტორი 1936 წელს საქართველოში აღმოჩნდა. მკითხველი შეიტყობს, როგორ შეიძლება განსაზღვროს უდანაშაულო ადამიანის ბედისწერა პოლიტიკურმა ფსიქოზმა, რომელმაც მილიონობით სიცოცხლე შეიწირა და ხალხის ცხოვრება ნამდვილ ჯოჯოხეთად აქცია. თუმცა, გადარჩენისთვის დინების წინააღმდეგ ცურვას ყოველთვის აქვს აზრი. საბჭოთა ცხოვრების წესის, სტალინური საყოველთაო ტერორის ბუნების შესაცნობად ეს წიგნი, შესაძლოა, XXI საუკუნეში ერთგვარი სახელმძღვანელოც კი აღმოჩნდეს; მით უმეტეს, რომ მოქმედება, უმეტესწილად, ქალთა სადამსჯელო ბანაკებში მიმდინარეობს. გარკვეულ ეპიზოდებში პერსონაჟებად თვით სტალინი, ბერია, იაშა ჯუღაშვილი, ნადეჟდა ალილუევა და ბელადის ნათესავები გვევლინებიან, რომლებსაც ანა-ემილია ესკური პირადად იცნობდა. რომანი პირველად ფინეთში 1983 წელს გამოიცა და იმ წლის საუკეთესო ხუთწიგნეულს შორის დასახელდა. ქართულ თარგმანს მკითხველი პირველად გაეცნობა.
- თავი I. გამომშვიდობება
- თავი II. ანდრო, ძნელად გამოსათქმელი გვარით
- თავი III. ორი დედამთილი
- თავი IV. პირველად კავკასიაში
- თავი V. გეზი მოსკოვისკენ
- თავი VI. ახალ ბინაში
- თავი VII. მოულოდნელი ცვლილებები
- თავი VIII. ნოემბერი, რომელმაც ბედნიერ ცხოვრებას წერტილი დაუსვა
- თავი IX. სახაზინო პური
- თავი X. მორდოვეთისა და ტემნიაკოვის ბანაკებში
- თავი XI. მდინარე პეჩორით ყინულოვანი ოკეანისკენ
- თავი XII. ახალი ბანაკი – „ახალი ნაძვნარი“
- თავი XIII. თითქმის მოულოდნელად
- თავი IV. მაშ, თქვენ ფინელი ყოფილხართ!
- თავი XV. კოჩმასი
- თავი XVI. 1945 — სიხარულისა და იმედგაცრუების წელი
- თავი XVII. გეზი ვორკუტისკენ
- თავი XVIII. არჩევნის შესაძლებლობა
- თავი XIX. საზოგადოებაში დაბრუნება
- ავტორის მოკლე ბიოგრაფია