კალათა

დეტალურად

„განა ყოველთვის სიყალბეა, როდესაც ადამიანში რამდენიმე იდენტობა, რამდენიმე რეალობა თანაარსებობს და როდესაც ყველა რეალობა თანასწორი და თვითკმარია!?“ - ვკითხულობთ „ათწამიან სიზმრებში“. ზაზა ბიბილაშვილის ორნაწილიანი კრებული უნებლიედ თავადვე პასუხობს ამ კითხვას. „ათწამიანი სიზმრები“ კრებულის პირველი წიგნია, რომელშიც სხვადასხვა დროს დაწერილი მხატვრული წერილები და ესეებია თავმოყრილი. აქ ზაზა ბიბილაშვილის სხვა რეალობაა მოცემული – რეალობა, რომელიც ბევრი ჩვენგანის პირველი და ერთადერთი არჩევანი იქნებოდა, რომ არა ის ისტორიული კონტექსტი, ავტორი კრებულის მეორე ნაწილში („ოდნავ უფრო თავმოყვარე ქვეყანაში“) რომ აღწერს.
  • ზაზა ბიბილაშვილის ბლუზი
  • წინასიტყვაობა
  • რეზერვისტის დღიურები
  • ათწამიანი სიზმრები
  • ათწამიანი სიზმრები (დასასრული)
  • პოეტურისა და პროზაულის შესახებ
  • მომლოცველობა ბაიროითს
  • Hello, Comrade Petrov!