კალათა

დეტალურად

ამბავი ძველი დახვრეტილებისა და ამბავი ახალი დასახვრეტებისა

ბესო სოლომანაშვილი

გამომცემლობა ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

რომანი

ბესო სოლომანაშვილის რომანი „ამბავი ძველი დახვრეტილებისა და ამბავი ახალი დასახვრეტებისა“, რომელსაც ავტორი „ალუზიურ მისტიფიკაციას“ უწოდებს, მოგვითხრობს 1921 წელს საქართველოში განვითარებული მოვლენების შესახებ, როდესაც ქვეყანამ 1918 წელს მოპოვებული დამოუკიდებლობის შენარჩუნება ვერ შეძლო და ბოლშევიკებმა აქ თავიანთი ძალაუფლება დაამყარეს. რომანის პერსონაჟები ძალაუფლების მოპოვებისთვის მებრძოლი, დაუნდობელი ადამიანები არიან. რევოლუციისა და მისი თანმხლები ძალადობის ფონზე ვითარდება უცნაური გოგოსა და ჯალათად ქცეული ბიჭის სევდიანი სიყვარულის ამბავი... როგორ იქცევა ადამიანი ჯალათად? ვინ არის ის, მსხვერპლი თუ მოძალადე?! ეს წიგნი ქვეყნის დამოუკიდებლობის დაკარგვისა და ადამიანის ბედის გაუკუღმართების ტრაგიკულ ისტორიას მოგვითხრობს. ბესო სოლომანაშვილი კინო- და ტელერეჟისორია. ამავე დროს, ქართველი მკითხველი მას იცნობს, როგორც მწერალს. სხვადასხვა დროს გამოცემული აქვს სამი პროზაული კრებული. „ამბავი ძველი დახვრეტილებისა და ამბავი ახალი დასახვრეტებისა“ მისი პირველი რომანია.
  • როგორ მოვატყუოთ გამომცემელი
  • „პატარა გორი დიდია...“
  • ის დრო, როცა ჯვარნაკრავს ჯერ კიდევ არ ერქვა ჯვარნაკრავი
  • წითელი ან თეთრი
  • ...და 1921-ის 25 თებერვალიც დადგა
  • ON AIR
  • როცა იმავე მძღნერში ხარ
  • ქიმია