კალათა

დეტალურად

ჰარუკი მურაკამის რომანი „მოსამართი ჩიტის ქრონიკები“ ჭეშმარიტად ვირტუოზული ნაწარმოებია. მეორე მსოფლიო ომის საშინელებანი და ჩვენი თანამედროვის ბედი იაპონიაში, მეტაფორული აზრების მთელი წყება, თხრობის განსხვავებული ფენები, წერილები, მისტიკური სიზმრები, მოგონებები, საჟურნალო სტატიები, კოდირებული ფაილები ‒ წარმოუდგენელი მოვლენებისგან ნაქსოვი ერთიანი, მთლიანი ტილო. დახვეწილი ირონია და ჰარუკი მურაკამის შეუდარებელი ინტონაციები, რომელმაც თვითონვე თქვა საკუთარ ნაშრომზე: „მოსამართი ჩიტის ქრონიკები“ ‒ ეს არის აბსოლუტური რომანის დაწერის მცდელობა“. და მაინც, იაპონელებს სამყაროს აღქმის საკმაოდ უცნაური უნარი აქვთ. სწორედ აღქმის ამ თავისებური სტილით იაპონელ მწერლებს ადვილად გამოვარჩევთ დასავლელი მწერლებისგან. თუ ფიქრობთ, რომ წიგნის ბოლოს ვიღაც უსახელო ღმერთი ყველაფერში გაგარკვევთ, იმედი სრულიად გაგიცრუვდებათ. არავინ არაფერს არ აგიხსნით. არავინ არაფერში არ გაგარკვევთ. თვითონ უნდა გაერკვეთ მთელ ამ სიმბოლიკაში, ყველა ამ გმირის როლში.
  • წიგნი პირველი. ქურდი კაჭკაჭი
    • 1. მოსამართი ჩიტი სამშაბათს. ექვსი თითი და ოთხი მკერდი
    • 2. სავსე მთვარე და მზის დაბნელება. საჯინიბოში დახოცილ ცხენებზე
    • 3. მალტა კანოს შლაპა. შარბათის ფერი, ალენ გინზბერგი და ჯვაროსნები
    • 4. მაღალი კოშკები და ღრმა ჭები (ანუ შორს ნომონჰანიდან)
    • 5. ლიმონის კანფეტების ვნება. ჩიტი, რომელსაც არ შეეძლო ფრენა, და ამომშრალი ჭა
    • 6. კუმიკო ოკადა და ნობორუ ვატაია
    • 7. ბედნიერი ქიმწმენდა. სცენაზე გამოდის კრეტა კანო
    • 8. კრეტა კანოს გრძელი ისტორია ფიქრები ტკივილის რაობაზე
    • 9. ელექტრობის დიდი საჭიროება და მიწისქვეშა წყალსადინარები. მეი კასაჰარას ვარაუდები პარიკების თაობაზე
    • 10. იღბლიანი ხელი. სიკვდილი აბაზანაში. მოციქული გამოსამშვიდობებელი საჩუქრით
    • 11. ლეიტენანტი მამია. რა გამოდის თბილი ტალახისგან. ტუალეტის წყალი
    • 12. ლეიტენანტ მამიას გრძელი ამბავი (ნაწილი 1)
    • 13. ლეიტენანტ მამიას გრძელი ამბავი (ნაწილი 2)
  • წიგნი მეორე. ჩიტი მაუწყებელი
    • 1. მაქსიმალურად კონკრეტული ფაქტი. მადის თემა ლიტერატურაში
    • 2. თავი, რომელშიც სრულებით არ არის კარგი ამბები
    • 3. სიტყვას ითხოვს ნობორუ ვატაია. ამბავი მაიმუნისა ნეხვის კუნძულიდან
    • 4. ვერმოპოვებული მადლი. ფიქრებით მეძავი
    • 5. როგორ გამოიყურება შორეული ქალაქები. მარადიული მთვარე. კიბე დამაგრებულია
    • 6. მემკვიდრეობის საქმე. მედუზების შესწავლა. რაღაც გაუცხოებისმაგვარი
    • 7. მოგონებები და საუბრები ორსულობაზე. ტკივილის ემპირიული კვლევა
    • 8. სურვილების სათავეები. 208-ე ნომერში. როგორ გადიან კედელში
    • 9. ჭა და ვარსკვლავები. სად გაქრა კიბე
    • 10. მეი კასაჰარა სიკვდილსა და ევოლუციაზე. არაამქვეყნიური
    • 11. შიმშილით ტანჯვა. გრძელი წერილი კუმიკოსგან. ჩიტი მაუწყებელი
    • 12. რა აღმოვაჩინე, როცა პირს ვიპარსავდი. რა აღმოვაჩინე, როცა გავიღვიძე
    • 13. კრეტა კანოს ამბის გაგრძელება
    • 14. კრეტა კანოს ახალი „მე“
    • 15. შესაფერისი სახელი. რა დაიწვა ზაფხულის დილას მცენარეულ ზეთში. არაზუსტი მეტაფორა
    • 16. ერთადერთი უსიამოვნება მეი კასაჰარას სახლში. ფიქრი ჟელესმაგვარ სითბოს წყაროზე
    • 17. ყველაზე მარტივი საქმე. დახვეწილი შურისძიება. რა აღმოჩნდა გიტარის შალითაში
    • 18. ამბავი კრეტადან. ქვეყნის დასალიერს. კარგი ამბები უხმაუროდ მოდის
  • წიგნი მესამე. მეჩიტბადე
    • 1. მეი კასაჰარას ფიქრები
    • 2. ჩამოხრჩობილთა სახლის საიდუმლო
    • 3. მოსამართი ჩიტი ზამთარში
    • 4. ძილ-ღვიძილიდან გამორკვევა. კიდევ ერთი სავიზიტო ბარათი. ფულის ანონიმურობა
    • 5. რა მოხდა ღამით
    • 6. ახალ ფეხსაცმელს ვყიდულობ. მაწანწალა კატის დაბრუნება
    • 7. დაძაბე ტვინის ხვეულები და მიხვდები (მეი კასაჰარას ფიქრები. ნაწილი 2)
    • 8. მუსკატის კაკალი და დარიჩინი
    • 9. ჭაში
    • 10. ოპერაცია „ზოოპარკი“ (ანუ უნებლიე ჯალათები)
    • 11. ახლა კი მორიგი შეკითხვა (მეი კასაჰარას ფიქრები. ნაწილი 3)
    • 12. ეს ნიჩაბი ნამდვილია თუ არა? (რა მოხდა ღამით. ნაწილი 2)
    • 13. ქალბატონ მ.-ს განკურნების საიდუმლო. ოკულტიზმის ეპიდემია შოუბიზნესში
    • 14. ქონდრისკაცი ლოდინით იღლება. „ასე უბრალოდ ვერ მომიშორებთ“. ადამიანი – ეს არ არის კუნძული ოკეანეში
    • 15. დარიჩინი და მისი ჟესტების საოცარი ენა. მუსიკალური ძღვენი
    • 16. შეიძლება აღმოჩნდეს, რომ გზა არსაითაც არ მიდის (მეი კასაჰარას ფიქრები. ნაწილი 4)
    • 17. წარმავალი ცხოვრების ტვირთი და გაჭირვება. ჯადოსნური ლამპარი
    • 18. „მოსაზომი ოთახი“. ცვლა
    • 19. გომბეშოსნაირი მშობლების სულელი ქალიშვილი (მეი კასაჰარას ფიქრები. ნაწილი 5)
    • 20. მიწისქვეშა ლაბირინთი. დარიჩინის ორი კარი
    • 21. მუსკატის კაკლის ისტორია
    • 22. ჩამოხრჩობილთა სახლის საიდუმლო. ნაწილი 2
    • 23. მთელი ქვეყნის მედუზები. ტრანსფორმაცია
    • 24. როგორ ითვლიდნენ ცხვრებს. ჩაკეტილი წრის ცენტრში
    • 25. ყვითლიდან წითელზე. გრძელი ხელი უხილავი შორეთიდან
    • 26. მავნე პიროვნება. მწიფე ნაყოფი
    • 27. სამკუთხა ყურები. ზანზალაკებიანი მარხილი
    • 28. მოსამართი ჩიტის ქრონიკები N 8 (ანუ ისევ უნებლიე ჯალათები)
    • 29. დარიჩინი: რგოლები, რომლებიც ჯაჭვს აკლია. ასე მთავრდებოდა „მოსამართი ჩიტის ქრონიკები N 8“
    • 30. განა შეიძლება ენდო ასეთ სახლს? (მეი კასაჰარას ფიქრები. ნაწილი 6)
    • 31. დაცარიელებული სახლი. ცხენების გამოცვლა
    • 32. მალტა კანოს კუდი. ბორის გამტყავებელი
    • 33. გამქრალი ყვანჯი. „ქურდი კაჭკაჭის“ დაბრუნება
    • 34. იფანტაზიორონ სხვებმა (თხრობის გაგრძელება ბორის გამტყავებელზე)
    • 35. სახიფათო ადგილი. ხალხი ტელევიზორთან. ადამიანი ცარიელი ადგილია
    • 36. „წარსულ დღეთა მეგობრობა“. როგორ გაფანტო ბოროტი ჯადოქრობა. სამყარო, რომელშიც დილაობით მაღვიძარა რეკავს
    • 37. მხოლოდ და მხოლოდ ნამდვილი დანა. ძველი წინასწარმეტყველება
    • 38. ამბავი იხვთა საძმოსი. ჩრდილი და ცრემლები (მეი კასაჰარას ფიქრები. ნაწილი 7)
    • 39. ახალი ამბების ორი სახეობა. უკვალოდ გამქრალი
    • 40. მოსამართი ჩიტის ქრონიკები N 17 (კუმიკოს წერილი)
    • 41. ნახვამდის