კალათა

დეტალურად

„გამოცდილებით დაჭკვიანებული“ ახალგაზრდა კაცია ამ უპრეტენზიო წიგნის ავტორი; დაჭკვიანებული, დაფიქრებული და ნაადრევად დადინჯებული... იგი დილაუთენია გამოდის „სქელი, შედედებული“ ნისლიდან და ხარბად აკვირდება ცრიატი სინამდვილის სახიერ სურათებს. ეს დანაწევრებული, ფრაგმენტული სურათები უაღრესად ცხოვრებისეულია, „ორიგინალთან“ მიახლოებული, მკაცრი, უშეღავათო და დიდი შინაგანი სიმართლით აღბეჭდილი... „სუფთა ჰაერის და მთის მწვანე ბალახის“ სასიამოვნო სუნი დაჰკრავს მის ფრაზას. საგნობრივი სიცხადით გაგრძნობინებს და უშუალოდ განგაცდევინებს ტკივილს, სიმარტოვის მძაფრი შეგრძნება რომ აჩენს ადამიანში. არ გაურბის „ჭირიანი ცხოვრების“ (ვაჟა) სახამუშო სანახებში ხეტიალს. მისთვის პრინციპულად მიუღებელია რეალობის გაესთეტიურება და ხელოვნური გალამაზება. კითხულობ და ხვდები, რომ არ „ეშმაკობს“, არ გატყუებს. თვითონაც საკუთარი ნაწერებივით წრფელი და სანდოა... დათია ბადალაშვილი, დარწმუნებული ვარ, არასდროს უგანებს არჩეულ გზა-სავალს და დარჩება ავტორად, ვისაც მუდამ ეყოლება გულშემატკივარი, გამგები და დამფასებელი...” – ამირან არაბული
  • დედა
  • ცეცხლად ნაქცევი სათქმელი
  • ფიჭვები შორს იყო
  • ჩემს ხსოვნაში
  • იყო ერთი კაცი
  • იყო ერთიც
  • ჩემეული აღსარება
  • ბიჭი
  • თვალნაჭერი
  • დამასვენე
  • ზვიადა მუნჯი
  • ლანა
  • გარე-გარე მოსიარულე
  • გიორგობა
  • ძაღლი
  • ღამისთევა
  • ლეკვი მომიკვდა
  • ყვითელი მწვანეზე
  • ბებრის სიკვდილი
  • შვილი
  • ღვთის შიში
  • სანამ ბავშვი დაკაკუნებას მოასწრებდა
  • ცხვარი და ბებიაჩემი