„ვინც ერთხელ დაეუფლა საკუთარ თავს, ის არაფერს დაჰკარგავს ამქვეყნად და ვინც ერთხელ შეიცნო ადამიანი საკუთარ თავში, იმას ესმის ყველა ადამიანის გულისთქმა“. მაგრამ მანამდე?.. მანამდე შტეფან ცვაიგის მოთხრობის გმირმა ფანტასტიკური ღამე უნდა გაატაროს ვენის ქუჩებში და გათენებას ახალ ადამიანად შეხვდეს − ადამიანად, რომელსაც მუდამდღე „ათასი მიზეზი გაუჩნდება აღელვებისთვის“. „ფანტასტიკური ღამე“ ახალგაზრდა კაცის ერთი ღამის ისტორიაა! პატარა, თითქოს უმნიშვნელო შემთხვევა დიდი სულიერი ტრანსფორმაციისთვის! ერთი ღამის ექვს საათში მთლიანად შეცვლილი ცხოვრება!