კალათა

დეტალურად

ჰორასი 13 წლის იყო, პრინსტონის უნივერსიტეტში რომ ჩაირიცხა. პატარა ვუნდერკინდს დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ; მარშა კი, მხოლოდ და მხოლოდ, იაფფასიანი თეატრის მსახიობია. საერთო თითქმის არაფერი აქვთ, მაგრამ სიყვარული სამუდამოდ დააკავშირებს ერთმანეთთან. მერე კი... მერე ცხოვრება თავად გაანაწილებს როლებს... ფრენსის სკოტ ფიცჯერალდის ეს პატარა მოთხრობა ადამიანის ცხოვრების (აწმყოსა თუ მომავლის) უეცარ და უცნაურ ცვალებადობაზეა – იმაზე, ბედის ირონიას რომ ვუწოდებთ. მკითხველს კი დააფიქრებს ჰიპოთეზურ კითხვაზე: რატომ ხდება, რომ ერთს მოვალეობა-ვალდებულებები არჩეული გიზად მოისვრის, მეორეს კი ბედი სრულიად აუხსნელი, დაუმსახურებელი მიზეზებით გაუღიმებს?
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5