ნაშრომში განხილულია დეზოქსირიბონუკლეინის მჟავის (დნმ) სტრუქტურის აღმოჩენის ისტორია. ამ მოლეკულის აგებულების გაშიფრვა საუკუნის მიღწევად და უდიდეს აღმოჩენად მიიჩნევა. ნარკვევის მიზანია, ნათელი მოჰფინოს როზალინდ ფრანკლინის გადამწყვეტ როლს სიცოცხლის საიდუმლოს შემნახველად წოდებული ამ უმნიშვნელოვანესი მოლეკულის გასაშიფრად გაჩაღებულ სამეცნიერო რბოლაში, რამეთუ ისე გავიდა მრავალი ათეული წელი, ეს ფაქტი სრულებით უცნობი იყო ფართო საზოგადოებისათვის; ფრანკლინის სახელი არც კი უკავშირდებოდა საუკუნის ამ ყველაზე დიდ აღმოჩენას. გამოსაცემად მზადდება როზალინდ ფრანკლინის ბიოგრაფია, რომელიც ამომწურავი და ძალზე ვრცელი აკადემიური ნაშრომია. ესაა პირველი ქართულენოვანი სამეცნიერო კვლევა ფრანკლინის შესახებ.
- შესავალი
- დნმ-ის რბოლა
- როზალინდის წლიური მოხსენება
- კრიკის დასკვნა, რომელიც უშუალოდ გამომდინარეობდა ფრანკლინის წლიურ მოხსენებაში აღწერილი გარდამტეხი აღმოჩენიდან
- რა გამორჩა ფრანკლინს?
- რა ჰქონდათ ხელთ უოტსონსა და კრიკს ფრანკლინის წლიური მოხსენების ნახვამდე?
- მითი: „ანტისპირალური როზი“
- დასკვნა
- ბიბლიოგრაფია