ამ პატარა წიგნში მოგიყვებით, ძალიან მოკლედ, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის შესახებ, რუსეთის იმპერიის მიერ საქართველოს პირველი დაპყრობიდან (1801) რუსეთში სახელმწიფო გადატრიალებამდე (1917). შემდეგ, უფრო ვრცლად, საბჭოთა კავშირისა და მის შემადგენლობაში საქართველოს ყოფნის შესახებ, ვიდრე სსრკ-ს დაშლამდე (1921-1991). ასევე მოგითხრობთ, თუ როგორ გაჩნდა სოციალიზმის აშენების იდეა და რატომ დაარქვეს რუსეთის 1917 წლის სახელმწიფო გადატრიალებას, ანუ ძალაუფლების უზურპაციას, დიდი ოქტომბრის სოციალისტური რევოლუცია. როგორ უნდოდა ამ რევოლუციის მთავარ ორგანიზატორს, ლენინს “სოციალური თანასწორობის” სახელმწიფოს, ანუ სოციალიზმის, შექმნა და როგორ ააგო მისმა მემკვიდრემ, სტალინმა, მე ასე ვიტყოდი, “მონათმფლობელური სოციალიზმის” სახლმწიფო, დამყარებული ტერორზე, შიშზე, ადამიანთა მასობრივ დახვრეტებსა და შორეულ ციმბირში გადასახლებებზე. ამ წიგნში ჩემი თაობის ადამიანი ვერაფერს ახალს ვერ ნახავს, რადგან ჩვენ ერთად გამოვიარეთ XX საუკუნის მეორე ნახევარი და ერთად ვიყავით მოწმენი ყოველივე იმ უკეთურობისა, თუ როგორ გადაგვარდა საზოგადოება, როგორ განიცდიდა დევალვაციას ისედაც ყალბი მარქსისტულ-კომუნისტური იდეოლოგია, და თანდათან როგორ კარგავდა ის ხალხის ცნობიერებაში ავტორიტეტს. წიგნის მკითხველებად, გულახდილად ვიტყვი, მეტწილად ახალგაზრდები მინდა წარმოვიდგინო. მინდოდა მათთვის დამეხატა სურათი იმ ქვეყნისა, სადაც მათი მამა-პაპა იზრდებოდა კომუნიზმის მშენებლებად. ამ წიგნს იმიტომაც ვწერ, რომ მომავალმა თაობამ იცოდეს თუ რა გარემოში ვიზრდებოდით და რატომ ვართ ისეთები, როგორებადაც ვრჩებით მათ მეხსიერებაში.
- ავტორის შესახებ
- რედაქტორისგან
- ავტორის წინათქმა
- თავი 1. სოციალიზმის თეორია და 1905 წლის რევოლუცია რუსეთში
- თავი 2. 1917 წლის გადატრიალება რუსეთში
- თავი 3. ბრესტის ზავი. სსრკ-ს შექმნა
- თავი 4. საქართველო რუსეთის იმპერიაში
- თავი 5. სტალინი და მისი მონათმფლობელური სოციალიზმი
- თავი 6. ბერია
- თავი 7. სტალინური სოციალიზმის მშენებლობის თავისებურებები. II მსოფლიო ომის დასასრული.
- თავი 8. სტალინის მკვლელობა
- თავი 9. ხრუშჩოვის პერიოდი
- თავი 10. ქურდებისა და „დამნაშავეების“ ქვეყანა – ბრეჟნევის პერიოდი
- თავი 11. ბავშვობა და 9 მარტის ტრაგედია
- თავი 12. სკოლა
- თავი 13. „განვითარებული სოციალიზმის“ ანატომია
- თავი 14. სტალინური სოციალიზმიდან – ქურდული სოციალიზმისაკენ
- თავი 15. მოსკოვში ცხოვრება
- თავი 16. შევარდნაძის ეპოქა. პირველი პერიოდი
- თავი 17. 1978 წლის 14 აპრილი
- თავი 18. გორბაჩოვის ეპოქა
- თავი 19. საქართველო. პატიაშვილის პერიოდი
- თავი 20. 9 აპრილის ტრაგედია
- თავი 21. ზვიადის პერიოდი
- ბოლოთქმა
- შეგონება
- ავტორისაგან
- ეძღვნება
- ჩემი საბჭოთა წარსული
- My Soviet Past
- Моё советское прошлое