კალათა

დეტალურად

„თავისუფლების კანონი“ ნიკოლოზ რურუას თარგმანების, პუბლიცისტური წერილებისა და ესეების კრებულია. ის ავტორმა 2003 წლის ზაფხულში, „ვარდების რევოლუციამდე“ რამდენიმე თვით ადრე გამოსცა ერთი ურყევი რწმენით: თუ საქართველოს დემოკრატიული გარდაქმნებისა და ლიბერალური რეფორმების ხანა დაუდგებოდა, კრებულის საფუძვლად დადებული ღირებულებები და პრინციპები მას აუცილებლად დასჭირდებოდა. ინდივიდუალური თავისუფლებებისათვის ბრძოლა საქართველოში ჯერ ისევ არ დასრულებულა. არც ქვეყნის დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტია საბოლოოდ გარანტირებული. ამდენად, „თავისუფლების კანონის“ ახალი, გადამუშავებული და შევსებული გამოცემა, როგორც სახელმძღვანელო, კვლავ ელის მკითხველთა ახალ თაობებს, რომლებმაც საქართველოში დემოკრატიული გარდაქმნები და ლიბერალური რეფორმები უნდა განაგრძონ.
  • წინათქმა პირველი გამოცემისთვის
  • შესავალი
  • დემოკრატია, თავისუფლება, კანონი (თარგმანები)
    • სიმორ მარტინ ლიპსეტი – ჯორჯ ვაშინგტონი და დემოკრატიის დაფუძნება
    • კლარენს დეროუ – რევოლუციის უფლება
    • სემუელ ჰანთინგტონი – მესამე ტალღის მომავალი
    • მარიუ სუარეში – დემოკრატიული გამოგონება
    • ბრონისლავ გერემეკი – ცენტრალური ევროპის ტრანსფორმაცია
    • ვაცლავ ჰაველი – მიმართვა ხალხს
    • მისი უწმინდესობა დალაი ლამა – ბუდიზმი, აზიური ღირებულებები და დემოკრატია
    • რობერტ პასტორი – დემოკრატიზაცია და საერთაშორისო საზოგადოებრიობა
    • ლარი დაიმონდი – მესამე ტალღის დასასრული და მეოთხის დასაწყისი
    • ზბიგნიევ ბზეჟინსკი – დემოკრატიის არამყარი ტრიუმფი
    • მაიკლ მაკფოლი – თავისუფლების დოქტრინა
    • აირა გლასერი – უფლებათა ბილი - მოკლე ისტორია
    • ამერიკის სამოქალაქო თავისუფლებათა კავშირი – სიტყვისა და თვითგამოხატვის უფლება
    • ამერიკის სამოქალაქო თავისუფლებათა კავშირი – დანაშაული და სამოქალაქო თავისუფლებები
    • სემუელ დ. უორენი ლუის დ. ბრენდაისი – პირადი ცხოვრების უფლება
    • ალბერ კამიუ – პირველი წერილი გერმანელ მეგობარს
  • პუბლიცისტიკა
    • კანონი – გააზრებული გამბედაობა
    • LEX INIUSTA NON EST LEX, ანუ რატომ ასე და არა სხვაგვარად
    • დიდი ნავთობის პროტაგონისტები და საზოგადოება
    • თბილისის მერის არჩევითობის სამართლებრივი აუცილებლობა
    • კონსტიტუციის მცველი თუ პიროვნების ინსტრუმენტი?
    • მეფე არ არის კანონი, კანონი არის მეფე
    • სამართლებრივი სტატისტიკა
    • „ამნესტი ინტერნეშენალი“ და ადამიანის უფლებები საქართველოში
    • როგორ მოვიქცეთ პოლიციასთან ურთიერთობისას (კონკრეტული რჩევები)
  • ინდივიდუალურ უფლებათა იურისპრუდენცია
    • კოლინ ევანსი – ჯონ პიტერ ზენგერის პროცესი - 1735
    • სტივენ კრისტიანსონი – პლესი ფერგიუსონის წინააღმდეგ - 1896
    • სტივენ კრისტიანსონი – ბრაუნი განათლების საბჭოს წინააღმდეგ - 1954
    • ბერნარდ რაიანი – შენკი ამერიკის შეერთებული შტატების წინააღმდეგ - 1919
    • სტივენ კრისტიანსონი – ტეხასი ჯონსონის წინააღმდეგ - 1989
    • კოლინ ევანსი – ერნესტო მირანდას სასამართლო პროცესი - 1966
    • თომას სმიტი – ჯონ გოტის სასამართლო პროცესი - 1992
    • კოლინ ევანსი – მერიონ ბერის სასამართლო პროცესი - 1990
    • კოლინ ევანსი – მანუელ ნორიეგას სასამართლო პროცესი - 1991-1992
    • მაიკლ გოლეი – კარდინალ იოჟეფ მინდსენტის სასამართლო პროცესი - 1949
    • თომას სმიტი – ვაცლავ ჰაველის სასამართლო პროცესები - 1977-1989
    • ტომ სმითი – ანატოლი შარანსკისა და ალექსანდრ გინზბურგის სასამართლო პროცესები - 1978
  • საყოველთაო შეგონებანი
  • ბიოგრაფია
  • სქოლიო