კალათა

დეტალურად

ყინულის დრაკონი

ჯორჯ რ.რ. მარტინი

გამომცემლობა პალიტრა L

მთარგმნელი ირაკლი სულაძე

ფენტეზი

თარგმანი ინგლისურიდან

კითხულობს ლალი ვეზირიშვილი

სერია Liberteens

ყინულის დრაკონის ძალასა და დიდებულებაზე მრავალი მითი და ლეგენდა არსებობს. უხსოვარი დროიდან მოყოლებული, ვერავინ შეძლო მისი მოთვინიერება. და აი, საუკუნეებგამოვლილი, ბრძოლებგადატანილი შემზარავი ურჩხული ჯორჯ რ.რ. მარტინის მიერ შექმნილ სამყაროსაც დაემუქრება, გადაუფრენს მას და შიშის ზარს დასცემს ადამიანებს. ყველა ემალება მის რისხვას, ყველას ზარავს მისი დანახვა! მხოლოდ ერთი პატარა გოგონა ელოდება მოუთმენლად ურჩხულთან შეხვედრას, ეს ადარაა, იმ სოფლის მკვიდრი, რომელიც დრაკონის ყოველ გამოჩენაზე ყინულის ფენით იფარება. მაგრამ ადარას მისი არ ეშინია – ის ხომ ზამთრის შვილია, დაბადებული ისეთ ყინვაში, რომლის მსგავსსაც არ მოსწრებია კაცობრიობა. შემზარავი დრაკონისა და პატარა, ნაზი გოგონას მეგობრობასა და სიყვარულზეა ეს წიგნი, რომელიც ჯორჯ მარტინთან ერთად, ცნობილმა მხატვარმა ლუის როიომ თავგანწირვის დაუვიწყარ მხატვრულ ტილოდ აქცია.
  • თავი 1
  • თავი 2
  • თავი 3
  • თავი 4
  • თავი 5
  • თავი 6
  • თავი 7
  • თავი 8