კალათა

დეტალურად

მწერლისა და სცენარისტის, ზაირა არსენიშვილის (1933-2015) ეპოქალურ რომანში „ვა, სოფელო...“ მოქმედება ვითარდება თელავში მე-20 საუკუნის 20-50-იან წლებში. პატარა ქალაქისა და მის მკვიდრთა – სამი ქალის – ცხოვრების ისტორიის მაგალითზე მკითხველი დაინახავს საქართველოს იმდროინდელ ისტორიას: თელაველებისა და, ზოგადად, ქართველი ხალხის ყოფას, ქალაქის კულტურულ ცხოვრებას, გლობალურ პოლიტიკურ ძვრებს, 20-30-იანი წლების ტერორს. აქ აღწერილია ხანა კახეთში ბოლშევიკური რეპრესიების მძვინვარებისა, რაც რამდენიმე თაობამ განიცადა გასული საუკუნის ოციანი წლებიდან ორმოცდაათიან წლებამდე. მკითხველი გაეცნობა 24 წელში ქაქუცა ჩოლოყაშვილის თანამგრძნობთა წინააღმდეგ განხორციელებულ სადამსჯელო ოპერაციებს, ოცდაათიან წლებში კოლექტივიზაციისას და ოცდაჩვიდმეტ წელს განხორციელებულ რეპრესიებს... მწერალი მრავალი წლის განმავლობაში თანამშრომლობდა კინორეჟისორ ლანა ღოღობერიძესთან და მასთან ერთად წერდა სცენარებს ფილმებისთვის: „როცა აყვავდა ნუში“ (1972), „რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე“ (1978), „ორომტრიალი“ (1986) და სხვ. ზაირა არსენიშვილს სხვადასხვა დროს მიღებული აქვს სსრკ-ისა და საქართველოს სახელმწიფო პრემიები.
  • * * *
  • * * *
  • * * *
  • * * *
  • * * *
  • * * *
  • 1905 წლის თებერვალი
  • * * *
  • * * *
  • * * *
  • * * *
  • * * *
  • 1930 წლის აგვისტოს 19
  • * * *
  • * * *
  • * * *
  • * * *
  • * * *
  • * * *
  • * * *
  • * * *
  • * * *
  • ვედრებისა
  • შენდობისა
  • მადლობისა