კალათა

დეტალურად

„გამომცემლობა პალიტრა L“ ჟურნალ „ისტორიანთან“ ერთად გთავაზობთ ყველაზე ცნობილი ადამიანების ბიოგრაფიებს. ვინც ისტორია შექმნა და შეცვალა. ბუნებრივია, ისტორიულ ფაქტს, დოკუმენტურ მასალას ამ ნაშრომებში უდიდესი ადგილი უკავია, მაგრამ სულ სხვაა ამბავი, რომელიც ემოციის, პირობითობის, ურთიერთობების, ადამიანური სისუსტეების, წინააღმდეგობებისა და, უბრალოდ, ცხოვრების ფონზე ვითარდება. ამბობენ, რომ დიდი ადამიანები ქმნიან ეპოქას, თუმცა, პირიქითაც ხდება – ეპოქა, გარემო, კონკრეტული სოციალ-ეკონომიკური თუ პოლიტიკური ვითარება ქმნის პროვოკაციულ ფონს, რაც გამჭრიახი, გაბედული და ამბიციური ადამიანებისთვის გამოწვევად იქცევა. ამ მოვლენებს უმეტესწილად საკუთარი ავტორები ჰყავთ – პერსონები, ვინც ხელსაყრელ მომენტს ჩაეჭიდნენ და... რომელთაც შეცვალეს სამყარო! ეს არ არის მშრალი ისტორიულ-დოკუმენტური მასალა, ეს რეალურ ფაქტებზე დაფუძნებული მხატვრულად მოთხრობილი ამბებია, რომელიც ერთი ამოსუნთქვით კი იკითხება, მაგრამ დიდ საფიქრალს ტოვებს. ვინ არიან ისინი? გენიოსი, მეამბოხე, მაძიებელი, მეცნიერი, დიქტატორი, იმპერატორი ან თუნდაც ავანტიურისტი!.. ადამიანები, შეპყრობილნი დიდი იდეით, ან პირადი მოსაზრებით. ან თუნდაც ის, ვინც უბრალოდ გენიოსი იყო. დიდი ადამიანების ვნებები და სურვილები, სისუსტეები და მისწრაფებები, დიდ საქმეს შეჭიდებულთა პირადი ცხოვრება და იქვე მათი ადგილი და როლი კონკრეტულ ეპოქასა და დროში. ჩვენ დიდი ადამიანების შესახებ მოგითხრობთ.
  • შესავალი
  • თავი I. პატარა იმპერიის დიდი ძალაუფლება
  • თავი II. ოქროს ქალაქი
  • თავი III. გუტენბერგის სახლი
  • თავი IV. წინაპრები
  • თავი V. „შავი სიკვდილი“
  • თავი VI. ყველასთვის მისაღები თარიღი
  • თავი VII. იოჰანი
  • თავი VIII. სამეფო პოლიტიკა
  • თავი IX. იმედგაცრუება
  • თავი X. სტრასბურგული ავანტიურა
  • თავი XI. იდუმალი გეგმა
  • თავი XII. სიყვარულით დაზარალებული
  • თავი XIII. პარტნიორები
  • თავი XIV. „ავანტიურა და ხელოვნება“
  • თავი XV. გასაიდუმლოებული პროექტი
  • თავი XVI. შთაგონების წყარო
  • თავი XVII. ჰაერში გამოკიდებული იდეები
  • თავი XVIII. ცილისწამება
  • თავი XIX. ფარდაახდილი საიდუმლო
  • თავი XX. საუკეთესო წიგნის ძიებაში
  • თავი XXI. მეორე იოჰანი
  • თავი XXII. ოცნების წიგნი
  • თავი XXIII. „გუტენბერგის ბიბლიის“ უნიკალურობა და სხვა წიგნები
  • თავი XXIV. პირველი კოლოფონი
  • თავი XXV. დაბრუნების მცდელობა
  • თავი XXVI. საეკლესიო შუღლი
  • თავი XXVII. აღსასრული
  • გამოყენებული ლიტერატურა
  • სქოლიო