კალათა

დეტალურად

„გამომცემლობა პალიტრა L“ ჟურნალ „ისტორიანთან“ ერთად გთავაზობთ ყველაზე ცნობილი ადამიანების ბიოგრაფიებს. ვინც ისტორია შექმნა და შეცვალა. ბუნებრივია, ისტორიულ ფაქტს, დოკუმენტურ მასალას ამ ნაშრომებში უდიდესი ადგილი უკავია, მაგრამ სულ სხვაა ამბავი, რომელიც ემოციის, პირობითობის, ურთიერთობების, ადამიანური სისუსტეების, წინააღმდეგობებისა და, უბრალოდ, ცხოვრების ფონზე ვითარდება. ამბობენ, რომ დიდი ადამიანები ქმნიან ეპოქას, თუმცა, პირიქითაც ხდება – ეპოქა, გარემო, კონკრეტული სოციალ-ეკონომიკური თუ პოლიტიკური ვითარება ქმნის პროვოკაციულ ფონს, რაც გამჭრიახი, გაბედული და ამბიციური ადამიანებისთვის გამოწვევად იქცევა. ამ მოვლენებს უმეტესწილად საკუთარი ავტორები ჰყავთ – პერსონები, ვინც ხელსაყრელ მომენტს ჩაეჭიდნენ და... რომელთაც შეცვალეს სამყარო! ეს არ არის მშრალი ისტორიულ-დოკუმენტური მასალა, ეს რეალურ ფაქტებზე დაფუძნებული მხატვრულად მოთხრობილი ამბებია, რომელიც ერთი ამოსუნთქვით კი იკითხება, მაგრამ დიდ საფიქრალს ტოვებს. ვინ არიან ისინი? გენიოსი, მეამბოხე, მაძიებელი, მეცნიერი, დიქტატორი, იმპერატორი ან თუნდაც ავანტიურისტი!.. ადამიანები, შეპყრობილნი დიდი იდეით, ან პირადი მოსაზრებით. ან თუნდაც ის, ვინც უბრალოდ გენიოსი იყო. დიდი ადამიანების ვნებები და სურვილები, სისუსტეები და მისწრაფებები, დიდ საქმეს შეჭიდებულთა პირადი ცხოვრება და იქვე მათი ადგილი და როლი კონკრეტულ ეპოქასა და დროში. ჩვენ დიდი ადამიანების შესახებ მოგითხრობთ.
  • თავი I. ზღაპრულად მშვენიერი ქვეყანა
  • თავი II. წინაპრები
  • თავი III. ბავშვობა და ყრმობა
  • თავი IV. წინამორბედნი
  • თავი V. პირველი ნაბიჯები
  • თავი VI. ჩინეთის რევოლუცია და საბჭოთა კომუნისტების დიდი ჯახი
  • თავი VII. ჩინეთის კომუნისტური პარტიის სადაგი დღეები...
  • თავი VIII. მებრძოლი – პოეტი
  • თავი IX. ჩან კაიში
  • თავი X. როგორ გააბრიყვა სტალინმა ტრუმენი...
  • თავი XI. ჩინეთი ჩვენია... ჩვენი!
  • თავი XII. სტალინი და მაო
  • თავი XIII. ერთგული მოწაფე
  • თავი XIV. „დიდი ნახტომი“
  • თავი XV. „კულტურული რევოლუცია“ ჩინეთში
  • თავი XVI. დამანსკი
  • თავი XVII. მაო და კაცები
  • თავი XVIII. მაო და ქალები
  • თავი XIX. მაოიზმი
  • თავი XX. მემკვიდრე
  • ეპილოგი
  • გამოყენებული ლიტერატურა