კალათა

დეტალურად

„გამომცემლობა პალიტრა L“ ჟურნალ „ისტორიანთან“ ერთად გთავაზობთ ყველაზე ცნობილი ადამიანების ბიოგრაფიებს. ვინც ისტორია შექმნა და შეცვალა. ბუნებრივია, ისტორიულ ფაქტს, დოკუმენტურ მასალას ამ ნაშრომებში უდიდესი ადგილი უკავია, მაგრამ სულ სხვაა ამბავი, რომელიც ემოციის, პირობითობის, ურთიერთობების, ადამიანური სისუსტეების, წინააღმდეგობებისა და, უბრალოდ, ცხოვრების ფონზე ვითარდება. ამბობენ, რომ დიდი ადამიანები ქმნიან ეპოქას, თუმცა, პირიქითაც ხდება – ეპოქა, გარემო, კონკრეტული სოციალ-ეკონომიკური თუ პოლიტიკური ვითარება ქმნის პროვოკაციულ ფონს, რაც გამჭრიახი, გაბედული და ამბიციური ადამიანებისთვის გამოწვევად იქცევა. ამ მოვლენებს უმეტესწილად საკუთარი ავტორები ჰყავთ – პერსონები, ვინც ხელსაყრელ მომენტს ჩაეჭიდნენ და... რომელთაც შეცვალეს სამყარო! ეს არ არის მშრალი ისტორიულ-დოკუმენტური მასალა, ეს რეალურ ფაქტებზე დაფუძნებული მხატვრულად მოთხრობილი ამბებია, რომელიც ერთი ამოსუნთქვით კი იკითხება, მაგრამ დიდ საფიქრალს ტოვებს. ვინ არიან ისინი? გენიოსი, მეამბოხე, მაძიებელი, მეცნიერი, დიქტატორი, იმპერატორი ან თუნდაც ავანტიურისტი!.. ადამიანები, შეპყრობილნი დიდი იდეით, ან პირადი მოსაზრებით. ან თუნდაც ის, ვინც უბრალოდ გენიოსი იყო. დიდი ადამიანების ვნებები და სურვილები, სისუსტეები და მისწრაფებები, დიდ საქმეს შეჭიდებულთა პირადი ცხოვრება და იქვე მათი ადგილი და როლი კონკრეტულ ეპოქასა და დროში. ჩვენ დიდი ადამიანების შესახებ მოგითხრობთ.
  • პროლოგის მაგიერ. ხსნა, რომელიც შორეული არგენტინიდან მოვიდა...
  • თავი I. პირველობის ხიბლი
  • თავი II. პროვინციელი ბაყლის ქალიშვილი
  • თავი III. ოქსფორდის პრესტიჟულ კოლეჯში
  • თავი IV. სამიზნე – დიდი პოლიტიკა
  • თავი V. მრავალგზის “ჩრდილოვანი მინისტრი”
  • თავი VI. ხისტი მინისტრი და მისი გაჭირვების ტალკვესი
  • თავი VII. კერპის კვალზე მავალი – კომუნიზმის მოძულე
  • თავი VIII. ბრძოლა მართვის სადავეებისთვის და სცენის დიდოსტატის რჩევა
  • თავი IX. ქირურგიული ჩარევა უსისხლოდ არ ხდება
  • თავი X. შავი ლაქა
  • თავი XI. აფეთქება სააბაზანოში
  • თავი XII. გამოცოცხლების პირველი ნიშნები
  • თავი XIII. ეკონომიკური რენესანსი
  • თავი XIV. რონალდ რეიგანის ორჭოფობა და მარგარეტ თეტჩერის უტეხობა
  • თავი XV. გალაშქრება კომუნიზმზე
  • თავი XVI. სადაზვერვო სკანდალი: “კეთილშობილი” ჯაშუშის ორმაგი თამაში
  • თავი XVII. მარგარეტ თეტჩერის საგარეო პოლიტიკის ზოგიერთი თავისებურება
  • თავი XVIII. საერთაშორისო იმიჯი და ურთიერთობა კოლეგებთან
  • თავი XIX. „რკინის ლედის“ სუსტი წერტილები
  • თავი XX. სამეფოს ორი გამორჩეული ქალბატონი
  • თავი XXI. მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნამდე
  • XXII. გადადგომა და უეცრად დამდგარი სიცარიელე
  • თავი XXIII. მიღწევები, რომლებიც ქვეყნის ფარგლებს გასცდა, და გარემოცვის „მსახური“ ლედი
  • თავი XXIV. მატერიალური მემკვიდრეობა და სიცოცხლის უკანასკნელი წლები
  • თავი XXV. რამდენიმე ეპიზოდი მარგარეტ თეტჩერის ცხოვრებიდან – მის მიერვე მონათხრობი
  • ეპილოგის მაგიერ. თბილისში, აპრილის პირველ დღეს...
  • გამოყენებული ლიტერატურა