კალათა

დეტალურად

„გამომცემლობა პალიტრა L“ ჟურნალ „ისტორიანთან“ ერთად გთავაზობთ ყველაზე ცნობილი ადამიანების ბიოგრაფიებს. ვინც ისტორია შექმნა და შეცვალა. ბუნებრივია, ისტორიულ ფაქტს, დოკუმენტურ მასალას ამ ნაშრომებში უდიდესი ადგილი უკავია, მაგრამ სულ სხვაა ამბავი, რომელიც ემოციის, პირობითობის, ურთიერთობების, ადამიანური სისუსტეების, წინააღმდეგობებისა და, უბრალოდ, ცხოვრების ფონზე ვითარდება. ამბობენ, რომ დიდი ადამიანები ქმნიან ეპოქას, თუმცა, პირიქითაც ხდება – ეპოქა, გარემო, კონკრეტული სოციალ-ეკონომიკური თუ პოლიტიკური ვითარება ქმნის პროვოკაციულ ფონს, რაც გამჭრიახი, გაბედული და ამბიციური ადამიანებისთვის გამოწვევად იქცევა. ამ მოვლენებს უმეტესწილად საკუთარი ავტორები ჰყავთ – პერსონები, ვინც ხელსაყრელ მომენტს ჩაეჭიდნენ და... რომელთაც შეცვალეს სამყარო! ეს არ არის მშრალი ისტორიულ-დოკუმენტური მასალა, ეს რეალურ ფაქტებზე დაფუძნებული მხატვრულად მოთხრობილი ამბებია, რომელიც ერთი ამოსუნთქვით კი იკითხება, მაგრამ დიდ საფიქრალს ტოვებს. ვინ არიან ისინი? გენიოსი, მეამბოხე, მაძიებელი, მეცნიერი, დიქტატორი, იმპერატორი ან თუნდაც ავანტიურისტი!.. ადამიანები, შეპყრობილნი დიდი იდეით, ან პირადი მოსაზრებით. ან თუნდაც ის, ვინც უბრალოდ გენიოსი იყო. დიდი ადამიანების ვნებები და სურვილები, სისუსტეები და მისწრაფებები, დიდ საქმეს შეჭიდებულთა პირადი ცხოვრება და იქვე მათი ადგილი და როლი კონკრეტულ ეპოქასა და დროში. ჩვენ დიდი ადამიანების შესახებ მოგითხრობთ.
  • პროლოგი
  • თავი I. OSTJUDEN
  • თავი II. ამალია, იაკობი და „ოქროს სიგი“...
  • თავი III. შემდეგი გაჩერება – ვენა
  • თავი IV. ებრაელი ბრუტუსი
  • თავი V. სამი მეგობარი
  • თავი VI. ებრაელი სტუდენტის სცილა და ქარიბდა
  • თავი VII. ახალი მფარველები და მეგობრები
  • თავი VIII. მარტა
  • თავი IX. დამწყები ექიმი
  • თავი X. ბერტა პაპენჰაიმი
  • თავი XI. კოკაინი
  • თავი XII. პარიზი... შარკო...
  • თავი XIII. ჰიპნოზი
  • თავი XIV. ქორწინება
  • თავი XV. ფლისი
  • თავი XVI. ბერგასეზე...
  • თავი XVII. ემი ეკშტაინი და „გადატანის“ თეორია...
  • თავი XVIII. თავისუფალი ასოციაციები და ბელვიუს სიზმარი
  • თავი XIX. მამის სიკვდილი
  • თავი XX. დამშვიდობება მეცხრამეტესთან
  • თავი XXI. VIA REGIA
  • თავი XXII. პატარა ჰანსი და კაცი-ვირთხა...
  • თავი XXIII. ამბოხი მესიის წინააღმდეგ, კაცი-მგელი და 1914...
  • თავი XXIV. ფსიქოანალიზი – მე ვარ!
  • თავი XXV. 4 340 გირვანქა სტერლინგი...
  • ეპილოგი
  • გამოყენებული ლიტერატურა