კალათა

დეტალურად

„გამომცემლობა პალიტრა L“ ჟურნალ „ისტორიანთან“ ერთად გთავაზობთ ყველაზე ცნობილი ადამიანების ბიოგრაფიებს. ვინც ისტორია შექმნა და შეცვალა. ბუნებრივია, ისტორიულ ფაქტს, დოკუმენტურ მასალას ამ ნაშრომებში უდიდესი ადგილი უკავია, მაგრამ სულ სხვაა ამბავი, რომელიც ემოციის, პირობითობის, ურთიერთობების, ადამიანური სისუსტეების, წინააღმდეგობებისა და, უბრალოდ, ცხოვრების ფონზე ვითარდება. ამბობენ, რომ დიდი ადამიანები ქმნიან ეპოქას, თუმცა, პირიქითაც ხდება – ეპოქა, გარემო, კონკრეტული სოციალ-ეკონომიკური თუ პოლიტიკური ვითარება ქმნის პროვოკაციულ ფონს, რაც გამჭრიახი, გაბედული და ამბიციური ადამიანებისთვის გამოწვევად იქცევა. ამ მოვლენებს უმეტესწილად საკუთარი ავტორები ჰყავთ – პერსონები, ვინც ხელსაყრელ მომენტს ჩაეჭიდნენ და... რომელთაც შეცვალეს სამყარო! ეს არ არის მშრალი ისტორიულ-დოკუმენტური მასალა, ეს რეალურ ფაქტებზე დაფუძნებული მხატვრულად მოთხრობილი ამბებია, რომელიც ერთი ამოსუნთქვით კი იკითხება, მაგრამ დიდ საფიქრალს ტოვებს. ვინ არიან ისინი? გენიოსი, მეამბოხე, მაძიებელი, მეცნიერი, დიქტატორი, იმპერატორი ან თუნდაც ავანტიურისტი!.. ადამიანები, შეპყრობილნი დიდი იდეით, ან პირადი მოსაზრებით. ან თუნდაც ის, ვინც უბრალოდ გენიოსი იყო. დიდი ადამიანების ვნებები და სურვილები, სისუსტეები და მისწრაფებები, დიდ საქმეს შეჭიდებულთა პირადი ცხოვრება და იქვე მათი ადგილი და როლი კონკრეტულ ეპოქასა და დროში. ჩვენ დიდი ადამიანების შესახებ მოგითხრობთ.
  • ორი სიტყვა შესავლად
  • თავი I. ყველაზე ახალგაზრდა გამორჩეულთა შორის
  • თავი II. შვილი „ნომერი 2“...
  • თავი III. „რატომ ეძინა ინგლისს“
  • თავი IV. უმცროსი ლეიტენანტი ჯონ კენედი
  • თავი V. კენედების კლანი
  • თავი VI. დედმამიშვილები
  • თავი VII. გზაგასაყარი და პირველი ნაბიჯები დიდ პოლიტიკაში
  • თავი VIII. საოპერაციო მაგიდაზე შეწყვეტილი ენერგიული დასაწყისი
  • თავი IX. ჯეკ(ი) და ჯეკი
  • თავი X. ქალები ჯონ კენედის ცხოვრებაში
  • თავი XI. საპრეზიდენტო მარათონი
  • თავი XII. თეთრი სახლის ზღურბლზე და „ირლანდიური მაფია“
  • თავი XIII. „ახალი“ თეთრი სახლი
  • თავი XIV. გარდამტეხი მომენტები
  • თავი XV. სამი წლით გახანგრძლივებული სიცოცხლე და 1036-ე დღეს შეწყვეტილი პრეზიდენტობა
  • თავი XVI. ვინ მოკლა?
  • თავი XVII. შეხედულებათა ჭიდილი და ჯონ კენედის მემკვიდრეობა
  • გამოყენებული ლიტერატურა