კალათა

დეტალურად

„მაინც ვერავინ ვერ ცხოვრობს ჩემდენს...“ – 1968 წელს დაწერილ ლექსში ოთარ ჭილაძემ თავისი იმწუთიერი შეგრძნებაც აღწერა და თითქოს ის მომავალიც განჭვრიტა, რაც მას, როგორც მწერალს და კაცს უნდა გაევლო. ოთარ ჭილაძის შესახებ მოთხრობილი ეს ამბები კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ „აველუმის“ ავტორის არსებაში ერთდროულად ცხოვრობდა „სიყვარულის იმპერიის“ შემქნელი ოდისევსიც დაასკეტიც, რომელსაც ყოველდღიურად, თხუთმეტი საათი შეეძლო ემუშავა, თვეების განმავლობაში. ბავშვობა, ოჯახი, აღიარება სტუდენტობიდანვე, შემოქმედებითი ლაბორატორია, ლიტერატურული ურთიერთობები, მეხის გავარდნასავით გაჩენილი „გზაზე ერთი კაცი მიდიოდა“ და საკაცობრიო მნიშვნელობის რომანები, პატრიოტიზმი, როგორც „ჯილდო და სასჯელი“, აღიარება ევროპაში და ურთიერთობების გაწყვეტა რუს კოლეგებთან, რომლებმაც 90-იანი და 2000-იანი წლების რუსულ აგრესიაზე ხმა არ ამოიღეს – ეს და კიდევ არაერთი თემა და შტრიხია ამ წიგნში, რომელზეც სხვადასხვა თაობის 30-მდე ავტორი ჰყვება.
  • 1. მაშინ, პირველად...
  • 2. თავგატეხილასთან, გამოქვაბულში...
  • 3. საიუბილეო საღამო – 5 წელი სამწერლო მოღვაწეობიდან
  • 4. წვეთი მემუარისტის ბოთლისთვის
  • 5. დედა
  • 6. ერთ-ერთი ყველაზე საშინელი დღე
  • 7. მარადიული თემებით აღსავსე
  • 8. მეხსიერებას შემორჩენილი უნივერსიტეტში დაკლებული ერთი ქულა
  • 9. წარმოუდგენლად მიმზიდველი
  • 10. გალაკტიონის უკანასკნელი ღამე
  • 11. გივი+ლილი, ოთარი+ნანა
  • 12. პირველი გაკვეთილი
  • 13. საოცარი ინტუიცია
  • 14. „ჩემთან უკვე შეთანხმებულია“
  • 15. „ლონდრე“
  • 16. თავისივე სტრიქონები შეახსენა
  • 17. შრომისგან დაქანცული კალატოზებივით
  • 18. დარჩენა ისტორიაში
  • 19. სამყაროების ნამდვილი შემქმნელი
  • 20. გამოწვევა
  • 21. „მერე რა, დიდი ამბავი...“
  • 22. მცდელობა
  • 23. ოქროს თევზის ამბავი
  • 24. ყველაზე მაგარი
  • 25. ბიჭვინთაში
  • 26. ორმოციოდე წლის ცოცხალი კლასიკოსი
  • 27. “ამ ქვეყანას მომავალი აქვს...”
  • 28. „ეს შემოდგომის დღეებიც წავლენ...“
  • 29. იმ პარასკევს, საღამოს 7-ზე
  • 30. „ქალივით დამანება თავი“
  • 31. „ხმითნატირალი“
  • 32. იგი რაღაც განსაკუთრებულის სიმბოლო იყო მუდამ
  • 33. „სულ იმუშავე, არასოდეს მოეშვა“
  • 34. ორიოდე სიტყვა ოთარ ჭილაძეზე
  • 35. ნანა
  • 36. როგორ გავხდი ოთარ ჭილაძის მთარგმნელი
  • 37. „რატომ უნდა ვიყოთ რუსეთის პროვინცია?“
  • 38. მელანია
  • 39. ყინწვისის ანგელოზის ფრესკა
  • 40. მახსოვს და მახსენდება!
  • 41. თაობის სიმბოლური სახე
  • 42. კონფუზი
  • 43. კონვერტი
  • 44. შეხვედრა საფრანგეთის საელჩოში
  • 45. გაბრაზება
  • 46. სტუმრობა
  • 47. დიდუბის პანთეონში
  • 48. გაზაფხულის ერთი გაელვება
  • 49. აღელვებული ოთარ ჭილაძე
  • 50. „უნდა გადავრჩეთ...“
  • 51. თავისუფლების მასწავლებელი
  • 52. და-ძმასთან ერთად...
  • 53. როგორც მონადირებული რელიკვია
  • 54. ბელა ახმადულინას სტუმრობა
  • 55. „ეჭვს წონიდა, ეჭვს ათვალიერებდა“
  • 56. „ჰაერზე მეტი“
  • 57. სიხარული ყველასთვის
  • 58. საქართველო იყო მისი ინსტინქტი
  • 59. მოლოდინი
  • 60. გზაზე ერთმა კაცმა გაიარა
  • 61. ცოდოა, ცოდო საქართველო, მოუარეთ...
  • 62. დაწყვეტამდე დაჭიმული ნერვებით
  • 63. საერთო საქმე
  • 64. ზარი, როგორც ტრადიცია
  • 65. უცნაურობა