„გამომცემლობა პალიტრა L“ ჟურნალ „ისტორიანთან“ ერთად გთავაზობთ ყველაზე ცნობილი ადამიანების ბიოგრაფიებს. ვინც ისტორია შექმნა და შეცვალა. ბუნებრივია, ისტორიულ ფაქტს, დოკუმენტურ მასალას ამ ნაშრომებში უდიდესი ადგილი უკავია, მაგრამ სულ სხვაა ამბავი, რომელიც ემოციის, პირობითობის, ურთიერთობების, ადამიანური სისუსტეების, წინააღმდეგობებისა და, უბრალოდ, ცხოვრების ფონზე ვითარდება. ამბობენ, რომ დიდი ადამიანები ქმნიან ეპოქას, თუმცა, პირიქითაც ხდება – ეპოქა, გარემო, კონკრეტული სოციალ-ეკონომიკური თუ პოლიტიკური ვითარება ქმნის პროვოკაციულ ფონს, რაც გამჭრიახი, გაბედული და ამბიციური ადამიანებისთვის გამოწვევად იქცევა. ამ მოვლენებს უმეტესწილად საკუთარი ავტორები ჰყავთ – პერსონები, ვინც ხელსაყრელ მომენტს ჩაეჭიდნენ და... რომელთაც შეცვალეს სამყარო! ეს არ არის მშრალი ისტორიულ-დოკუმენტური მასალა, ეს რეალურ ფაქტებზე დაფუძნებული მხატვრულად მოთხრობილი ამბებია, რომელიც ერთი ამოსუნთქვით კი იკითხება, მაგრამ დიდ საფიქრალს ტოვებს. ვინ არიან ისინი? გენიოსი, მეამბოხე, მაძიებელი, მეცნიერი, დიქტატორი, იმპერატორი ან თუნდაც ავანტიურისტი!.. ადამიანები, შეპყრობილნი დიდი იდეით, ან პირადი მოსაზრებით. ან თუნდაც ის, ვინც უბრალოდ გენიოსი იყო. დიდი ადამიანების ვნებები და სურვილები, სისუსტეები და მისწრაფებები, დიდ საქმეს შეჭიდებულთა პირადი ცხოვრება და იქვე მათი ადგილი და როლი კონკრეტულ ეპოქასა და დროში. ჩვენ დიდი ადამიანების შესახებ მოგითხრობთ.
- მართლმსაჯულების „საჩუქარი“ (პროლოგის მაგიერ)
- თავი I. გმირი თუ ბოროტმოქმედი?
- თავი II. ცვლილებების ხანა
- თავი III. შფოთისთავი „პრინცი“
- თავი IV. „ოქროს ქალაქი“ და შეფის გამონაცვალი პიჯაკი
- თავი V. „...საბოლოოდ ციხეში ამოყოფ თავს“
- თავი VI. პირველი ქორწინება
- თავი VII. სწრაფი ნაბიჯებით – პოლიტიკის მორევში
- თავი VIII. კოლონიზაცია და „აღთქმულ მიწაზე დაბრუნებულები“
- თავი IX. „ზანგი – მის კუთვნილ ადგილზე!“
- თავი X. საადვოკატო ფირმა „მანდელა და ტამბო“
- თავი XI. „აგერ დგანან ჩვენი მტრები!“
- თავი XII. „მანდელას გეგმა“ და „თავისუფლების ქარტია“
- თავი XIII. „სახელმწიფო ღალატის პროცესი“ და განქორწინება
- თავი XIV. ერთი ნახვით შეყვარება
- თავი XV. ვინის პირველი პატიმრობა და პირველი შვილი
- თავი XVI. შარპევილის ტრაგედია
- თავი XVII. აპარტეიდის რეჟიმის „მშვიდობის მტრედები“
- თავი XVIII. ვერდიქტი და არალეგალურ მდგომარეობაზე გადასვლა
- თავი XIX. „ერის შუბი“
- თავი XX. ვოიაჟი აფრიკის ქვეყნებში და „შუბის“ პირველი რაზმეული
- თავი XXI. ჩავარდნა და მეორე პატიმრობა
- თავი XXII. „ეს კუნძულია! აქ ჩაძაღლდებით!“
- თავი XXIII. „რივონიის პროცესი“
- თავი XXIV. პატიმარი №466/64
- თავი XXV. ვინი – წამებული და მწამებელი
- თავი XXVI. მანდელას პირადი ტრაგედიები
- თავი XXVII. გაქცევის შანსი თუ ლიკვიდაციის მცდელობა
- თავი XXVIII. დაძაბულობა ქვეყანაში, დათბობა რობინ-აილენდზე
- თავი XXIX. გრძელი გზის დასასრულის დასაწყისი – განშორება რობინ-აილენდთან
- თავი XXX. ერთპიროვნული ლიდერი და „ოქროს გალია“ განსაკუთრებული პატიმრისთვის
- თავი XXXI. თავისუფლებამდე დარჩენილი ნაბიჯი
- თავი XXXII. ათიათასდღიანი პატიმრობის დასასრული
- თავი XXXIII. გადამწყვეტი ფაზა
- თავი XXXIV. კვარცხლბეკზე – ყოფილ მტერთან ერთად
- თავი XXXV. სახელმწიფოს მართვის სადავეებთან
- თავი XXXVI. მანდელას მემკვიდრეობა – რა მოიმკო ქვეყანამ
- გამოყენებული ლიტერატურა
- სქოლიო