კალათა

დეტალურად

ბატონი გაიზერი გაფაციცებით აკვირდება შესაძლო კატასტროფის ყველა ნიშანს. უამინდობის გამო ტესინის ხეობა გარე სამყაროს არის მოწყვეტილი. მოსალოდნელია, რომ მთელი მთა ჩამოიშლება და სოფელს ქვეშ მოიყოლებს. ბატონი გაიზერი ცდილობს, გადაარჩინოს და მეხსიერებას შემოუნახოს კაცობრიობის მიერ დაგროვილი ცოდნა – ბიბლიაში, ლექსიკონებსა და ისტორიის სახელმძღვანელოებში თავმოყრილი მნიშვნელოვანი ცნობები; და, ამავე დროს, ჩაიხედოს საკუთარი ცხოვრების ისტორიაში, თვალი გაუსწოროს სიბერეს, ცნობიერების დაკარგვას, სიკვდილს. მაქს ფრიშის 1979 წელს გამოქვეყნებული ეს პარაბოლა ავტორის ერთ-ერთ შედევრად არის აღიარებული.