კალათა

დეტალურად

დიდი ხნის წინ პატარა ქალაქში, რომელსაც გუბისპირეთი ერქვა, ცხოვრობდა ერთი ძალიან ჭკვიანი და სახელგანთქმული ექიმი, სახელად – ჯონ დულიტლი. ექიმ დულიტლს უზომოდ უყვარდა ცხოველები და მრავლადაც ჰყავდა სახლსა თუ ეზოში. რა ცხოველსა და ფრინველს აღარ შეხვდებოდით მასთან, მაგრამ იხვი დებ-დები, ძაღლი ჯიპი, გოჭი გაბ-გაბი, თუთიყუში პოლინეზია და ბუ ტუ-ტუ მაინც განსაკუთრებულად უყვარდა. ჯონ დულიტლი მართალია, ჭკვიანი და სახელგანთქმული ექიმი იყო, მაგრამ ცხოველთა სიმრავლის გამო ხალხი თანდათან ერიდებოდა მასთან გასასინჯად მისვლას, პაციენტთა რიცხვი თანდათან კლებულობდა, ბოლოს კი თითქმის აღარავინ მიდიოდა... წაიკითხეთ ფერადი ილუსტრაციებით გაფორმებული ეს შესანიშნავი წიგნი და გაიგებთ, რა უცნაური და საინტერესო ამბები გადახდა ექიმ ჯონ დულიტლს მას შემდეგ, რაც ცხოველთა ენა ისწავლა და მათი ექიმი გახდა!
  • პირველი თავი. გუბისპირეთი
  • მეორე თავი. ცხოველების ენა
  • მესამე თავი. ფულს უსიამოვნება მოაქვს
  • მეოთხე თავი. ამბავი აფრიკიდან
  • მეხუთე თავი. დიდი მოგზაურობა
  • მეექვსე თავი. პოლინეზია და მეფე
  • მეშვიდე თავი. მაიმუნების ხიდი
  • მერვე თავი. ლომთა ბელადი
  • მეცხრე თავი. მაიმუნების თათბირი
  • მეათე თავი. უიშვიათესი ცხოველი
  • მეთერთმეტე თავი. შავი პრინცი
  • მეთორმეტე თავი. მედიცინა თუ ჯადოქრობა?
  • მეცამეტე თავი. წითელი აფრები თუ ლურჯი ფრთები
  • მეთოთხმეტე თავი. ვირთხების გაფრთხილება
  • მეთხუთმეტე თავი. ურჩხული ბერბერიიდან
  • მეთექვსმეტე თავი. ყურმახვილი ტუ-ტუ
  • მეჩვიდმეტე თავი. ოკეანის ჭორიკანები
  • მეთვრამეტე თავი. ყნოსვა
  • მეცხრამეტე თავი. ფრიალო კლდე
  • მეოცე თავი. მეთევზეთა სოფელი
  • უკანასკნელი თავი. შინ დაბრუნება