კალათა

დეტალურად

ხმლების ქურდობა (წიგნი I)

მაიკლ ჯ. სალივანი

გამომცემლობა პალიტრა L

მთარგმნელი ბექა არაბული

ფენტეზი

თარგმანი ინგლისურიდან

სერია პორტალი

გამოცდილ ქურდებს, ადრიანსა და როისს, საკუთარი მოხერხებულობის იმედი აქვთ, ამიტომ იოლად თანხმდებიან მაცდურ შეთავაზებას, მოიპარონ ლეგენდარული ხმალი მეფის სასახლიდან. თუმცა, ერთი შეხედვით იოლი საქმე დიდ განსაცდელად ექცევათ: ისინი მეფის წინააღმდეგ შეთქმულების ეპიცენტრში აღმოჩნდებიან! ვიღაც ცდილობს მათ აჰკიდოს მეფის მკვლელობა და იძულებულს ხდის, სიცოცხლის გადასარჩენად, უფლისწული ალრიკი გაიტაცონ და სასახლიდან გაიქცნენ. და მათსავით მოტყუებულ მკითხველს რომ ჰგონია, გამოსავალი არ არსებობს და გაქცეულებს ყველა გზა მოჭრილი აქვთ, სწორედ მაშინ იწყება დიდი თავგადასავალი!.. – მაიკლ ჯ. სალივანი 8 წლის იყო, როცა მეგობრის სახლში ძველი საბეჭდი მანქანა აღმოაჩინა და დაბეჭდა: „ეს იყო ბნელი და ბობოქარი ღამე. და გაისმა გასროლა“. ასე დაიბადა ეპიკური და სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ავტორი, რომელსაც არასოდეს განელებია სურვილი სუფთა ფურცლები შეევსო. ის წერდა წიგნებს თავისი ცამეტი წლის შვილისთვის, რომელიც დისლექსიით იტანჯებოდა. პატარ-პატარა, ფრაგმენტული, იოლად საკითხავი ეპიზოდებისგან, მოგვიანებით, შეიქმნა ვრცელი, დაუვიწყარი ამბები მრავალფეროვან სამყაროზე – რაინდებზე, ჯადოქრებზე, ჯუჯებსა თუ ურჩხულებზე. დღეს მაიკლ ჯ. სალივანი ფერფაკსში, ვირჯინიის შტატში ცხოვრობს და თავის მაგიურ საბეჭდ მანქანაზე ბეჭდვასა და ცარიელი ფურცლების შევსებას განაგრძობს.
  • თავი პირველი. მოპარული წერილები
  • თავი მეორე. შეხვედრები
  • თავი მესამე. შეთქმულებები
  • თავი მეოთხე. უინდერმერი
  • თავი მეხუთე. ესრაჰადონი
  • თავი მეექვსე. აღმოჩენები მთვარის შუქზე
  • თავი მეშვიდე. დრონდილის ველები
  • თავი მერვე. სამსჯავრო
  • თავი მეცხრე. მხსნელები
  • თავი მეათე. მეფედ კურთხევის დღე
  • სქოლიო