კალათა

დეტალურად

„ახლო აღმოსავლეთის“ მეორე ტომში განხილულია რეგიონის პოლიტიკური გეოგრაფიის საკითხები – სახელმწიფოთა ფორმირება, მათი სახელები, სიმბოლიკა, საზღვრები, მოდერნიზაციისა და დემოკრატიზაციის გამოწვევები, ეკონომიკური განვითარება და სამხედრო ბალანსი. ტომის მესამე თავი ეძღვნება „რეგიონსგარე დიდი გეოპოლიტიკური მოთამაშეების“ (ბრიტანეთის, ამერიკის, რუსეთის, ჩინეთის) და რეგიონის ქვეყნების გეოპოლიტიკური ინტერესებისა და მიმდინარე პოლიტიკის განხილვას. წიგნის ბოლო ორ თავში გაანალიზებულია „ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის“ – ისრაელისა და პალესტინელების რთული ურთიერთობის მიზეზები. წიგნი განკუთვნილია ფართო მკითხველისათვის. რევაზ გაჩეჩილაძემ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ამავე უნივერსიტეტის პროფესორია. ის არის გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრი, მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის რანგი. ის არის 160-ზე მეტი ნაშრომის ავტორი, რომელთაგან აღსანიშნავია წიგნები „The New Georgia: Space, Society Politics“ (UCL Press, London, 1995), „ახლო აღმოსავლეთი“ (2003, 2008, 2011), „ჩემი მეოცე საუკუნე“ (ორ ტომად, 2008, 2011), „გაერთიანებული სამეფო: სივრცე, საზოგადოება, პოლიტიკა“ (2016), „საქართველო მსოფლიო კონტექსტში“ (2013 და 2017) და იმავე წიგნის გერმანული ვერსია „Georgien in Weltpolitischen Kontext“ (Wieser Verlag, 2017).
  • შესავალი II ტომისათვის
  • თავი 1. სახელმწიფო და საზოგადოება ახლო აღმოსავლეთში
    • სახელმწიფო: იდეა და რეალობა
    • სახელმწიფო: სახელი და სიმბოლიკა
    • სახელმწიფო საზღვრები
    • მოდერნიზაციისა და სოციალური განვითარების პრობლემები
    • დემოკრატიზაციის გამოწვევები
  • თავი 2. ეკონომიკური პრობლემები და თავდაცვა
    • ეკონომიკური განვითარების სხვაობები
    • უშიშროება და სამხედრო ბალანსი
    • ბირთვული იარაღი ახლო აღმოსავლეთში
  • თავი 3. რეგიონის გეოპოლიტიკა
    • რეგიონსგარე და შიდარეგიონული გეოპოლიტიკური მოთამაშეები
    • საერთაშორისო ორგანიზაციები რეგიონში
    • ბრიტანეთი: ჰეგემონობიდან ბიზნესინტერესებამდე
    • ამერიკის შეერთებული შტატები: მძიმეა ტვირთი?
    • რუსეთი: დაბრუნება ახლო აღმოსავლეთში?
    • ჩინეთი: მომავალი დომინანტი?
    • თურქეთი: ნულოვანი პრობლემები მეზობლებთან?
    • ირანი: ხელახალი სანქციები
    • „არაბული გაზაფხული“: კეთილი განზრახვა, მძიმე შედეგები
    • ეგვიპტე: ისევ ავტორიტარიზმი
    • „ისლამური სახელმწიფო“: აღსასრული?
    • ერაყი: ახლოა მშვიდობა?
    • სირია: თუ გამოჩნდება გამოსავალი ჩიხიდან?
    • საუდის არაბეთი: ცვლილებების მიჯნასთან?
    • ყურის სხვა არაბული ქვეყნები: დისონანსი
    • იორდანია: სტაბილური ტურბულენტურ სამყაროში
    • ლიბანი: რელიგია, პოლიტიკა და საშიში მეზობლები
    • იემენი: სამოქალაქო ომის ქარცეცხლში
    • კვიპროსი: ჯერაც გაყოფილი კუნძული
    • ქურთები: გეოპოლიტიკის მსხვერპლი
  • თავი 4. „ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის“ გეოპოლიტიკა
    • „ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის“ არსისათვის
    • ებრაული სახელმწიფოს წინაისტორია
    • სიონიზმის წარმოშობა
    • პალესტინის გაყოფის ბრიტანული გეგმები
    • პალესტინის გაყოფის გეგმა გაეროს მიხედვით
    • პალესტინის ტერიტორიის ფაქტობრივი გაყოფა
    • „ექვსდღიანი ომის“ გეოპოლიტიკური შედეგები
    • „იომ-ქიფურის ომის“ გეოპოლიტიკური შედეგები
  • თავი 5. კონფლიქტის მოუგვარებლობის მიზეზები
    • დაუდგენელი საზღვრები
    • იერუსალიმის სტატუსი
    • დემოგრაფია
    • პალესტინელი ლტოლვილები
    • ებრაული ახალშენები
  • ბოლოსიტყვა წიგნის ორივე ტომისათვის
  • ტერმინების განმარტება (ტექსტში *-ით აღნიშნული სიტყვებისათვის)
  • ლიტერატურის სიაში და ციტირებისას გამოყენებული შემოკლებები
  • გამოყენებული ლიტერატურის სია
  • სქოლიო