კალათა

დეტალურად

დღეისათვის პოპ-კულტურაზე საუბარი წარმოუდგენელია ენდი უორჰოლის გარეშე. ამ პანთეონში იყვნენ სხვებიც – ლიხტენშტაინი, ბასკია, ჰარინგი... თუმცა, ტახტზე ყოველთვის უორჰოლი იჯდა. მის გარშემო ირეოდა უამრავი ისეთი ხელოვანი, რომელთა შემოქმედებაც დიდწილად განსაზღვრავდა 60-70-იანი წლების კულტურას და ხშირად ამაში დამსახურება სწორედ ენდი უორჰოლს მიუძღოდა. სარეკლამო ნამუშევრების, ფილმების, ნახატებისა და ფოტოგრაფიის გარდა, მან დაწერა რამდენიმე წიგნი, მათ შორის გამორჩეული კი სწორედ „ენდი უორჰოლის ფილოსოფიაა“. წიგნს მემუარს ვერ დავარქმევთ. ეს უფრო მისი შთაბეჭდილებებისა და მოგონებების კოლექციაა. ნაწარმოებში უორჰოლი საუბრობს სიყვარულზე, სილამაზეზე, დიდებაზე, რომელიც 60-იან წლებში უხვად დაატყდა თავს, მუშაობაზე, დროზე, სიკვდილზე, სექსზე, ფულზე... „ენდი უორჰოლის ფილოსოფია“ მათთვისაა, ვისაც აინტერესებს ადამიანი, რომლის აზრითაც „მომავალში ყველა მოიპოვებს თავისი დიდების 15 წუთს“.
  • 1. სიყვარული (სქესობრივი სიმწიფე)
  • 2. სიყვარული (აყვავება)
  • 3. სიყვარული (სიბერე)
  • 4. სილამაზე
  • 5. სახელგანთქმულობა
  • 6. მუშაობა
  • 7. დრო
  • 8. სიკვდილი
  • 9. ეკონომიკა
  • 10. ატმოსფერო
  • 11. წარმატება
  • 12. ხელოვნება
  • 13. სათაურები
  • 14. წკრიალი
  • 15. საცვლების ძალა