გლიმერდალს, სადაც ტუვა ცხოვრობს, გარშემო დაბურული, წიწვოვანი ტყე აკრავს და იქაურობა თოვლითაა დაფარული. ირგვლივ კაციშვილის ჭაჭანება არაა, მხოლოდ სათხილამურო ბილიკის თავზე, ყორღანის წვერს რომ ეძახიან, პატარა შავ წერტილს შენიშნავ. სწორედ ეს შავი წერტილი გახლავს ტუვა, რომელიც ახლა თხილამურებით მთის წვერიდან დაშვებასა და შთამბეჭდავი, სუნთქვის შემკვრელი სალტოს გაკეთებას აპირებს. წითურთმიან, ონავარსა და საოცრად გამბედავ ტუვას ციგა ჯადოსნური მარხილივით ფრენა-ფრენით დაჰყავს. იგი ერთადერთი ბავშვია მთელ გლიმერდალში, ამიტომ მისი ყველაზე ახლო მეგობარი, არც მეტი და არც ნაკლები, 74 წლის გუნვალდია. ტუვას დაბადების დღე წელს აღდგომას ემთხვევა. ის ათი წლისა ხდება, ჰოდა, გადაწყვეტილი აქვს, დაბადების დღე ისე აღნიშნოს, რომ მთები შეაზანზაროს. თუმცა მანამდეც ისეთ ამბებს დაატრიალებს, დარწმუნდები, რომ ტყუილად არ შეურქმევიათ იქაურებს მისთვის „გლიმერდალის პატარა ჭექა-ქუხილი“.
- წერილი
- პირველი თავი – რომელშიც თხილამურებზე მდგარი ტუვა სალტოს აკეთებს
- მეორე თავი – რომელშიც გუნვალდი და ტუვა წარსულზე საუბრობენ
- მესამე თავი – რომელშიც ტუვა პირველად ეშვება ფეხებიანი ციგით და მას პოლიციაში დარეკვით ემუქრებიან
- მეოთხე თავი – რომელშიც ტუვა ყურად არ იღებს კლაუს ჰაგენის ნათქვამს და ციდან წერილები ცვივა
- მეხუთე თავი – რომელშიც ტუვა, მამა და თოლია გაირი ვახშამს მიირთმევენ
- მეექვსე თავი – რომელშიც ტუვა თამბაქოს საყიდლად მიდის და ხათაბალაში ეხვევა
- მეშვიდე თავი – რომელშიც გუნვალდი სიყვარულზე ლაპარაკობს, ტუვა კი პაწაწინა ციკნის ამბავს ჰყვება
- მერვე თავი – რომელშიც ტუვა სამ ახალ მეგობარს იძენს
- მეცხრე თავი – რომელშიც ციგების მეორე საცდელი დაშვება იმართება, გუნვალდი კი ირმის ხორცის წვნიანს ამზადებს
- მეათე თავი – რომელშიც კლაუს ჰაგენი ყოველგვარ ზღვარს გადადის და იბადება ახალი ლეგენდა: როგორ გასრიალდა ციგაში მჯდარი ტუვა ბორანზე
- ჰაიდი
- მეთერთმეტე თავი – რომელშიც გუნვალდსა და ტუვას საზაფხულო სახლში გლადიატორი აჰყავთ და ყავის მადუღარა ტყდება
- მეთორმეტე თავი – რომელშიც შეშინებული გუნვალდი საავადმყოფოში ხვდება
- მეცამეტე თავი – რომელშიც ტუვა მწვანე წიგნს კითხულობს და გუნვალდის საიდუმლო დავალებას ასრულებს
- მეთოთხმეტე თავი – რომელშიც გლიმერდალში სტუმრად ჩამოდიან იდუმალი ქალი და ავი ძაღლი
- მეთხუთმეტე თავი – რომელშიც ტუვას სახიფათო და შთამბეჭდავი თავგადასავალი გადახდება
- მეთექვსმეტე თავი – რომელშიც მამა საოცარ საიდუმლოს ამხელს
- მეჩვიდმეტე თავი – რომელშიც ჰაიდი თავის საძაგელ გეგმას ამხელს
- მეთვრამეტე თავი – რომელშიც ცხოვრება გაუსაძლისი ხდება და ტუვასთან ძველი მეგობრები ჩამოდიან
- მეცხრამეტე თავი – რომელშიც ტუვა ერთ ადამიანს უთვალთვალებს
- მეოცე თავი – რომელშიც ჰაიდი თოლიებს ემტერება და ტუვა გეგმებს აწყობს
- ოცდამეერთე თავი – რომელშიც მომხდარზე ლაპარაკიც არ შეიძლება
- ოცდამეორე თავი – რომელშიც ბებერი ნილსი თვრება და სიმართლეს ამბობს
- ოცდამესამე თავი – რომელშიც ტუვა და ჰაიდი ისეთ ბრძოლას აჩაღებენ, რომ თვით კლაუს ჰაგენიც ვერ აშველებთ
- ოცდამეოთხე თავი – რომელშიც ტუვა ისმენს, თუ როგორ მთავრდება წიგნი და ჰაიდი ბევრ რამეს უყვება
- ოცდამეხუთე თავი – რომელშიც ტუვა მოხუც კაცს ხვდება
- მუსიკა
- ოცდამეექვსე თავი – რომელშიც ჰაიდი ტუვას ერთ საოცარ რამეს აჩვენებს
- ოცდამეშვიდე თავი – რომელშიც თოლია გაირს ბისკვიტის სასახლეს უშენებენ და გუნვალდი შინ ბრუნდება
- ოცდამერვე თავი – რომელშიც მამიდა აირი სალტოს ასრულებს, ტუვა სანახევროდ აკეთებს სალტოს, ულეს კი სალტომდე ბევრი უკლია
- ოცდამეცხრე თავი – რომელშიც ტუვა ათი წლის ხდება, საჩუქრად დიდ ყუთს იღებს და თავში გენიალური აზრი მოსდის
- ოცდამეათე თავი – რომელშიც გუნვალდი ყველაზე მნიშვნელოვან ნომერზე რეკავს
- ოცდამეთერთმეტე თავი – რომელშიც ყველანი ეკლესიაში მიდიან, ულეს გარდა
- ოცდამეთორმეტე თავი – რომელშიც ორი ვიოლინო ერთად უკრავს