ანა კორძაია-სამადაშვილის მოთხრობების კრებული „მე, მარგარიტა“ პირველად 2005 წელს გამოიცა და მკითხველის დიდი მოწონება დაიმსახურა. კრებულში თავმოყრილ თითოეულ მოთხრობაში უკვე იგრძნობა იმ დროს ახალბედა ავტორის სახასიათო ენა და თხრობის სტილი, რომლითაც განსხვავებულად გვიხატავს თითქოს უკვე ნაცნობ პერსონაჟებსა და ადგილებს. მისი მოთხრობების გმირები უმეტესად ქალები არიან – მძიმე სოციალური პირობებით, რთული პირადი ურთიერთობებითა და შვილების მომავალზე ფიქრით დაღლილი, მაგრამ მაინც მებრძოლი ქალები.
- მე, მარგარიტა
- უცხო კაცი
- წვიმს
- წარუმატებელი თვითმკვლელობის არაფრისმომცემი ამბავი
- იქ, ჩრდილოეთში
- მარინას დაბადების დღე
- რიხალსკის სახლი
- თბილისი. ნოემბერი. 2004 წელი
- ბერიკაობა
- ნინა
- გზა მშვიდობისა
- ჩემი მეგობარი მარიშა
- საღამო მშვიდობისა
- შემოდგომა და საყვარელი კაცი
- ივეტა
- სიყვარულით ყველაზე საყვარელს
- მფარველი ანგელოზები და მსგავსი სულიერები
- ბარბაროსთა მოლოდინში
- დომბროვსკი
- სამოთხეები – კომუნალური ბინა
- მივდივარ სახლში
- ისტორიული მეხსიერება