„როცა მეტირება, არ ვტირი“ დიდი ვენესუელელი მწერლის, მიგელ ოტერო სილვას (1908-1985) გამორჩეული ნაწარმოებია. ეს არის ოთხი ვიქტორინოს ამბავი, რომელთაც ერთნაირი ბედისწერა არგუნა განგებამ. ერთი ვიქტორინო დიოკლეტიანეს ეპოქაში ქრისტიანობისთვის წამებულია. სამი კი ვენესუელელია. ისინი მე-20 საუკუნეში ცხოვრობენ. მაშინდელი პოლიტიკური თუ ეკონომიკური მდგომარეობა მათ ცხოვრებაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. სამივე ერთ დღეს დაიბადა და ეს არის მათი საერთო, მერე თითოეული სხვადასხვა გზით წავიდა. განსხვავებულ სოციალურ წრეში მოხვდნენ, განსხვავებული ინტერესები აქვთ, მაგრამ სამივე ჯიუტად მიუყვება ცხოვრების ნებსით თუ უნებლიეთ არჩეულ გზას. თუმცა, რა მოხდებოდა, ერთხელ მაინც რომ ეტირათ, რა მოხდებოდა, მათ დედებს მაინც რომ ეტირათ ერთხელ? იქნებ რამე შეცვლილიყო? რა უნდა შეცვლილიყო? ავტორი საოცარი ოსტატობით აღწერს ამ სამი ვიქტორინოს ამბავს. მოვლენები პარალელურად ვითარდება – ხან ერთ, ხან მეორე, ხანაც მესამე ვიქტორინოს ცხოვრებას მივყვებით, მათთან ერთად ვიძაბებით, განვიცდით, გვიხარია, ვტირით, როცა გვეტირება და თან გაუთავებლად ვიმეორებთ შეკითხვას, რა მოხდებოდა, მათაც რომ ეტირათ?
- რომაელი იმპერატორის საძაგელი, აღსარებაშერეული ქრისტიანული პროლოგი
- დღეს ვიქტორინო 18 წლის გახდა – ვიქტორინო პერესი
- ვიქტორინო პერალტა
- ვიქტორინო პერდომო
- ვიქტორინო პერესი
- ვიქტორინო პერალტა
- ვიქტორინო პერდომო
- ვიქტორინო პერესი
- ვიქტორინო პერალტა
- ვიქტორინო პერდომო
- ვიქტორინო პერესი
- ვიქტორინო პერალტა
- ვიქტორინო პერდომო
- როცა მეტირება, არ ვტირი
- სქოლიო