რომანი ორი ქალის შესახებ მოგვითხრობს, რომელთა ბედისწერა ტრაგედიებმა გადააჯაჭვა ერთმანეთს. ბეთ ელისი, რომელსაც 8 წლის აუტისტი შვილი, ენტონი დაიღუპა და ოლივია დონატელი, რომლის 14-წლიანი ოჯახური ცხოვრება ქმრის ღალატმა გაანადგურა. ორივე ცხოვრების გადააზრებას და ემოციური ჭრილობის მოშუშებას ცდილობს, მათი გზები კი ნანტაკეტში, ზღვის პირას, ცხოვრების გარდამტეხ მომენტში გადაიკვეთება. ლიზა ჯენოვა თავის პერსონაჟებს და მკითხველს უნივერსალურ კითხვას უსვამს: რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ საკუთარი თავი სხვებისთვის საჭიროდ ვიგრძნოთ, მივაღწიოთ ბედნიერებას, ვგრძნობდეთ თავს უსაფრთხოდ და ვიცოდეთ, რომ სხვებს ვუყვარვართ? ამ კითხვაზე პასუხი ენტონიში იმალება. ბიჭში, რომელსაც არ უყვარდა, როდესაც მას ეხებოდნენ, ადამიანებს თვალებში ვერ უყურებდა და სათქმელს სიტყვებით ვერ გამოხატავდა. თავისი მეცნიერული გონებით და ადამიანური გულით, ჯენოვა აღგვიწერს, თუ როგორ აღიქვამდა ენტონი მისთვის ესოდენ უცხო სამყაროს და მიუხედავად თავისი განსხვავებულობისა, რამდენი საერთო ჰქონდა სხვა ადამიანებთან.
- წინათქმა
- პროლოგი
- თავი 1
- თავი 2
- თავი 3
- თავი 4
- თავი 5
- თავი 6
- თავი 7
- თავი 8
- თავი 9
- თავი 10
- თავი 11
- თავი 12
- თავი 13
- თავი 14
- თავი 15
- თავი 16
- თავი 17
- თავი 18
- თავი 19
- თავი 20
- თავი 21
- თავი 22
- თავი 23
- თავი 24
- თავი 25
- თავი 26
- თავი 27
- თავი 28
- თავი 29
- თავი 30
- თავი 31
- თავი 32
- თავი 33
- თავი 34
- თავი 35
- თავი 36
- თავი 37
- თავი 38
- თავი 39
- თავი 40
- თავი 41 – ეპილოგი
- ავტორის მადლობა
- სქოლიო