კალათა

დეტალურად

ზაფხული ხომ იმისთვისაა, რომ სადმე განსაკუთრებულ ადგილას წავიდეს ადამიანი? – ფიქრობენ დები პენდერუიკები და სიხარულს ვერ მალავენ, როცა მისტერ პენდერუიკი, მათი ბოტანიკოსი მამა, საზაფხულო აგარაკის პოვნასა და დაქირავებას მოახერხებს. პასუხისმგებლობის გრძნობით აღსავსე თორმეტი წლის როზალინდს, თერთმეტი წლის ანც სკაის, ათი წლის მომავალ მწერალ ჯეინს, ოთხი წლის მორცხვ ბეტის და მათ ძაღლს, ჰაუნდს, თავგადასავლებით აღსავსე აგვისტო ელით. კოტეჯი „არუნდელი“, რომელიც პენდერუიკებმა იქირავეს, მებაღეობით გატაცებული, ძალიან მკაცრი მისის ფრემლის მამულში დგას. მისის ფრემლის ბაღებში დაუკითხავად ხეტიალი ბავშვებისთვის აკრძალულია, მაგრამ, რა თქმა უნდა, პენდერუიკები აკრძალვას არ უფრთხიან... ჯინ ბერდსოლს, ისევე როგორც მისი წიგნის ერთ-ერთ გმირს, ჯეინს, თურმე 10 წლისას სურდა, მწერალი გამხდარიყო. თუმცა, 54 წლისამ გამოსცა პირველი წიგნი, რომელმაც მაშინვე მოიპოვა ამერიკის ეროვნული ჯილდო საბავშვო ლიტერატურისთვის. „პენდერუიკების ოჯახი“, სიკეთისა და მეგობრობის კლასიკური ამბავი, საუკეთესო საკითხავია როგორც ბავშვებისთვის, ასევე – მათი მშობლებისთვის.
  • თავი პირველი – ბიჭი ფანჯარასთან
  • თავი მეორე – გვირაბი სხლტეში
  • თავი მესამე – უდეპეკრე
  • თავი მეოთხე – მობოდიშება
  • თავი მეხუთე – ახალი გმირი
  • თავი მეექვსე – ბოცვრები და გრძელი კიბე
  • თავი მეშვიდე – ნათხოვარი კაბები
  • თავი მერვე – დაბადების დღის წვეულება
  • თავი მეცხრე – შოკის მომგვრელი ამბავი
  • თავი მეათე – მამაცური გაქცევა
  • თავი მეთერთმეტე – მორიგი გმირობა
  • თავი მეთორმეტე – სერ ბარნაბი პატერნი
  • თავი მეცამეტე – მუსიკის გაკვეთილი
  • თავი მეთოთხმეტე – შუაღამის თავგადასავალი
  • თავი მეთხუთმეტე – დაფლეთილი წიგნი
  • თავი მეთექვსმეტე – შინიდან გაპარული
  • თავი მეჩვიდმეტე – ბოლოსწინა დღე
  • თავი მეთვრამეტე – მომავალ შეხვედრამდე