კალათა

დეტალურად

ისინი განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან პიროვნული თვისებებით და ქვეყნის მართვაც განსხვავებულ დროსა და ვითარებაში მოუხდათ. შესაბამისად, განსხვავებული აღმოჩნდა მათი მოღვაწეობის შედეგიც. თუ ერთი მონარქის მტკიცე ხელით გაერთიანებული საქართველო ნიკოფსიიდან დარუბანდამდე იყო გადაჭიმული, მეორის მმართველობის წლებში დაგლეჯილ-დანაწევრებული ქვეყანა მხოლოდ გადარჩენაზე ფიქრობდა! „რომელია სიმაგრე ჩვენის ცხოვრებისა და რომელი სიფუჭე და სისუსტე“ – სწორედ ამის გამოსარკვევად უნდა წავიკითხოთ ეს წიგნები და ვიპოვოთ ფესვი, რომელზეც დავამყარებთ ჩვენი ქვეყნის აწმყოსა და მომავალს. ჩვენი ქვეყნის გეოპოლიტიკური ვითარება ხომ ისეთივეა, როგორიც საუკუნეების წინ იყო. ეს კი დამაფიქრებელიცაა და იმედის მომცემიც...
  • წინათქმა
  • წოდება „აღმაშენებლისა“ და რიგითი (IV) ნომრისათვის
  • თავი I – ერთიანი საქართველო დავით აღმაშენებლამდე (XI საუკუნის დასაწყისიდან 80-იან წლებამდე)
  • თავი II – დავით აღმაშენებლის ღონისძიებები სამეფო ხელისუფლების გაძლიერებისა და ქვეყნის ცენტრალიზაციისათვის
  • თავი III – საქართველოს საბოლოო შემომტკიცება
  • თავი IV – ეკონომიკური და სამართლებრივი მდგომარეობა
  • თავი V – საქართველოს საგარეო-პოლიტიკური მდგომარეობა დავით აღმაშენებლის დროს
  • თავი VI – განათლება, კულტურა
  • ბოლოთქმა
  • დავით IV აღმაშენებლის მოღვაწეობა – ქრონოლოგია
  • ილუსტრაციები