კალათა

დეტალურად

წაიკითხე და გამდიდრდი! ეს წიგნი ფულის შოვნის საიდუმლოს გაგანდობთ, ბევრ რამეზე სხვანაირად დაგაფიქრებთ და მერე იქნებ ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლაშიც დაგეხმაროთ. ნაპოლეონ ჰილმა ნაშრომი „იფიქრე და გამდიდრდი“ თავისივე ცნობილი წიგნის – „წარმატების კანონის“ მიხედვით შექმნა. მასში წარმატებული და მდიდარი ადამიანების გამოცდილება, ნააზრევი თუ რეკომენდაციები საინტერესოდ და დახვეწილი სტილით არის გადმოცემული, ეს კი წიგნს განსაკუთრებით საინტერესოს ხდის. ავტორისთვის შთაგონების წყაროდ ენდრიუ კარნეგის წარმატების ჯადოსნური ფორმულა იქცა, რომლის ქმედითობა თავად კარნეგიმ დაამტკიცა: ყველა, ვისაც ეს ფორმულა გაანდო, უბრალოდ, გამდიდრდა! ეს წიგნი კარნეგისა და სხვა უდიდესი ადამიანების წარმატების საიდუმლოს გაზიარებთ. მხოლოდ იმას კი არ გასწავლით, რა უნდა მოიმოქმედოთ, არამედ იმასაც, როგორ გააკეთოთ ეს. წიგნში მოცემულ მარტივ მეთოდს თუ დაისწავლით და გამოიყენებთ, ხელთ ჭეშმარიტი და ხანგრძლივი წარმატების საიდუმლო გექნებათ და ყოველთვის მოიპოვებთ იმას, რასაც ისურვებთ. ეგებ, ეს წიგნი მილიონ დოლარადაც გიღირდეთ.
  • პროექტის შესახებ
  • წინასიტყვაობა
  • ავტორის წინასიტყვაობა
  • თავი 1 – შესავალი: კაცი, რომელმაც თომას ედისონის პარტნიორობამდე “ფიქრით” გაიკვლია გზა
  • თავი 2 – სურვილი: ყველა მიღწევის ამოსავალი წერტილი
  • თავი 3 – რწმენა: წარმოიდგინეთ ის, რაც გწამთ და ირწმუნეთ სურვილის მიღწევის შესაძლებლობა
  • თავი 4 – თვითშეგონება: ქვეცნობიერზე ზემოქმედების საშუალება
  • თავი 5 – სპეციალიზებული ცოდნა, პირადი გამოცდილება და დაკვირვება
  • თავი 6 – წარმოსახვა: გონების საამქრო
  • თავი 7 – ორგანიზებული დაგეგმვა, სურვილის კრისტალიზაცია და ქმედებად გარდაქმნა
  • თავი 8 – გადაწყვეტილება: ყოყმანის დაძლევა
  • თავი 9 – დაჟინება: მუდმივი ძალისხმევა, რომელიც აუცილებელია იმისათვის, რომ საკუთარ თავს რწმენა შთააგონოთ
  • თავი 10 – „ინტელექტუალური ცენტრი“: მამოძრავებელი ძალა
  • თავი 11 – სექსის საიდუმლო: სუბლიმაცია
  • თავი 12 – ქვეცნობიერი გონება: მაკავშირებელი რგოლი
  • თავი 13 – ტვინი: ფიქრის გადამცემი და მიმღები სადგური
  • თავი 14 – მეექვსე გრძნობა: სიბრძნის საყდრის კარიბჭე
  • თავი 15 – როგორ ვძლიოთ შიშის ექვს მოჩვენებას
  • სქოლიო