XXI საუკუნეში ახლო აღმოსავლეთი სულ უფრო მეტად იძენს მსოფლიოს ერთ-ერთი საკვანძო რეგიონის ხასიათს, უპირველესად, კონფლიქტოგენურობის თვალსაზრისით. 2001 წლის 11 სექტემბერს დასავლეთში, კერძოდ, ამერიკის ქალაქებში, ნიუ-იორკსა და ვაშინგტონში, განხორციელებული უპრეცედენტო ტერორისტული აქტების შედეგად დაიღუპა სამი ათასზე მეტი მშვიდობიანი მცხოვრები. ამ აქციის შთამაგონებლები და შემსრულებლები იყვნენ ტერორისტული ქსელის „ალ-კაიდას“ წევრები ახლო აღმოსავლეთიდან. ზოგმა ეს მიიჩნია დასავლეთთან აღმოსავლეთის არა მხოლოდ სიმბოლურ, არამედ რეალურ დაპირისპირებად. ამერიკამ თავის მოკავშირეებთან ერთად თითქმის დაუყოვნებლივ წამოიწყო ოპერაცია ტერორისტული აქტების მომწყობი ორგანიზაციის, „ალ-კაიდას“, ხელმძღვანელობის წინააღმდეგ, რომელიც თავს აფარებდა ავღანეთს. ამერიკისა და მისი ზოგიერთი მოკავშირის, მათ შორის საქართველოს, სამხედრო ნაწილები დღემდე რჩებიან ავღანეთში. ამერიკის ხელმძღვანელობით შექმნილი კოალიციის მიერ ახლო აღმოსავლეთში, კერძოდ, ერაყში, 2003 წელს დაწყებულმა ომმა მკვეთრად შეცვალა პოლიტიკური ვითარება რეგიონში და, გარკვეულწილად, მსოფლიოშიც. ამ ომის არაპირდაპირი შედეგებია XXI საუკუნის დასაწყისის მოვლენები – „არაბული გაზაფხული“, სირიის სამოქალაქო ომი, „ისლამური სახელმწიფოს“ წარმოშობა, მასთან დასავლეთის ქვეყნების კოალიციის ბრძოლა, რუსეთის შესვლა ახლო აღმოსავლეთში, ბირთვული იარაღის შექმნისაკენ მისწრაფება, მიგრაციული კრიზისი ევროპაში და ა.შ. ყველაფერი ეს საქართველოს სიახლოვეს ხდება. მრავალი თვალსაზრისით, ჩვენ უკვე ჩართულები ვართ ახლო აღმოსავლეთის პრობლემებში: ამის მაგალითებია „ისლამური სახელმწიფოს“ მხარეს საბრძოლო მოქმედებებში საქართველოს მუსლიმი მოქალაქეების ჩაბმა, ერაყისა და ავღანეთის სამხედრო ოპერაციებში ქართული ნაწილების მონაწილეობა. ამიტომაც ინტერესი ახლო აღმოსავლეთის რეგიონის მიმართ მატულობს.
- წინასიტყვაობა
- შესავალი
- ტერმინები „ახლო“ და „შუა“ აღმოსავლეთი
- რეგიონის შედგენილობა
- პოლიტიკური გეოგრაფია და გეოპოლიტიკა
- საქართველო და ახლო აღმოსავლეთი
- წიგნის მიზანი და სტრუქტურა
- ნაწილი I – ბუნებრივი გარემო, რესურსები, მეურნეობა
- თავი 1 – მდებარეობა, ტერიტორია და ბუნებრივი პირობები
- თავი 2 – ბუნებრივი რესურსები და ეკონომიკური გეოგრაფიის ზოგიერთი ასპექტი
- ნაწილი II – სოციალური და კულტურული გეოგრაფიის ასპექტები
- თავი 3 – რეგიონის ზოგადი დემოგრაფიული სურათი
- თავი 4 – ლინგვოგეოგრაფია
- თავი 5 – რელიგიების გეოგრაფია
- თავი 6 – ერი და პოლიტიკა
- ნაწილი III – ახლო აღმოსავლეთის ისტორიის ძირითადი ნიშანსვეტები
- თავი 7 – რეგიონი კაცობრიობის ისტორიაში (წინაისლამური პერიოდი)
- თავი 8 – კულტურული ჰომოგენიზაციის ხანა (ისლამური პერიოდი)
- თავი 9 – გეოპოლიტიკა რეგიონში XVI საუკუნიდან პირველ მსოფლიო ომამდე
- თავი 10 – მსოფლიო ომები და ახლო აღმოსავლეთი: თანამედროვე პოლიტიკური რუკის ჩამოყალიბება
- თავი 11 – წმინდა ადგილის როლი პოლიტიკაში (იერუსალიმის მაგალითზე)
- ტერმინების განმარტება
- სქოლიო