კალათა

დეტალურად

„უკანასკნელი მოწმეები“ ნობელის პრემიის ლაურეატის – სვეტლანა ალექსიევიჩის მიერ II მსოფლიო ომის შესახებ დაწერილი მეორე წიგნია. ამ ჯოჯოხეთზე ქალების ნაცვლად ახლა ბავშვები მოგვითხრობენ, უფრო სწორად: ნაადრევად დაბერებული უფროსები, ვინც ფაშისტური გერმანიის საბჭოთა კავშირზე თავდასხმის მომენტისათვის ორიდან თოთხმეტ წლამდე ასაკის ბავშვი თუ მოზარდი იყო; ვისაც პირველი დაბომბვის წუთებშივე წაართვეს ბავშვობა. წიგნის ქვესათაურია „სოლო ბავშვის ხმისათვის“. მართლაც დაობლებული, ნაგვემი, ნაშიმშილები ბავშვების თითოეული ამბავი აქ მარადმჟღერ გუნდად იკვრება და ერთ შემზარავ ეპოსს ქმნის. ამ წიგნის პერსონაჟები მეტწილად ბელარუსები არიან, ვისაც საბჭოეთის სხვა ხალხებზე ადრე დაატყდა თავს ომის პირველი უძლიერესი ტალღა. ბავშვთა სახლად ქცეული პიონერთა ბანაკი, გადამწვარი სოფლის ნაცეცხლარში ამოთხრილი მიწური, საკონცენტრაციო ბანაკი თუ ტყეში დადგმული პარტიზანთა ქოხი – ის ადგილებია, სადაც ბავშვის გაოგნებული, მაგრამ უკვე მრავლისმცოდნე მზერა ხედავს მტერს: ვაჟკაცური გარეგნობის ღონიერ და მხნე ადამიანს, რომელიც „ასეთი ლამაზია – და კლავს“. სულისშემძვრელი სისასტიკის სურათებს აქ ისეთი დაუჯერებელი სასწაულები ენაცვლება, „მხოლოდ ზღაპარში ანდა ომის დროს“ რომ შეიძლება მოხდეს. ქაოსში, სადაც დედის მონატრება და შიმშილის გრძნობა შიშზე უფრო ძლიერიც კია, ვიღაც მაინც პოულობს ახლობელს, სხვას გაუსაძლისი ტანჯვისას ანგელოზი ანუგეშებს, ბევრს კი, ძალიან ბევრს, სრულიად უცხო ადამიანი ეხმარება, რადგან „უცხო ადამიანი არ არსებობს“, ყველა ახლობელია და ლენინგრადის ბლოკადისას შიმშილს გადარჩენილი ბავშვებიც გერმანელ ტყვეს უკანასკნელ პურის ნაჭერს აწვდიან...
  • ნაცვლად წინასიტყვაობისა
  • “უკან მოხედვისა ეშინოდა...”
  • “ჩემი პირველი და უკანასკნელი სიგარეტი...”
  • “ბებია ლოცულობდა... ღმერთს ჩემი სულის დაბრუნებას შესთხოვდა...”
  • “ვარდისფრად ჩანდნენ ნაკვერჩხლებზე...”
  • “მე კი მაინც დედა მინდა...”
  • “ისეთი ლამაზი იყო გერმანული სათამაშოები...”
  • “ერთი პეშვი მარილი.. სულ ეს დარჩა ჩვენი სახლისგან...”
  • “ყველა პორტრეტი დავკოცნე, რომლებიც სახელმძღვანელოში იყო...”
  • “ხელით ავკრიფე... ძალიან თეთრია...”
  • “სიცოცხლე მინდა! სიცოცხლე მინდა!..”
  • “ღილკილოში...”
  • “მხოლოდ დედას კივილი მესმოდა...”
  • “ჩვენ ვუკრავდით, ჯარისკაცები კი ტიროდნენ...”
  • “სასაფლაოზე მიცვალებულები ზევიდან ეყარნენ... თითქოს ხელმეორედ დაეხოცათ...”
  • “მივხვდი, რომ მამა იყო... მუხლები მიკანკალებდა...”
  • “თვალები დახუჭე, შვილო... არ შეხედო...”
  • “ჩემი ძამიკო ტირის, რადგან მამას ვერ მოესწრო...”
  • “პირველი ის გოგო მოვიდა...”
  • “მე შენი დედიკო ვარ...”
  • “ვთხოვდით: შეიძლება გამოვლოკოთ?..”
  • “ნახევარი კოვზი შაქარი დამიმატა...”
  • “სახლო, ნუ დაიწვები! სახლო, ნუ დაიწვები!..”
  • “დედისნაირი თეთრი ხალათით მოვიდა...”
  • “დეიდა, კალთაში ჩაგიჯდებით, რა...”
  • “და თოჯინასავით დაარწია...”
  • “უკვე ანბანიც მიყიდეს...”
  • “არც საქმროები, არც ჯარისკაცები...”
  • “ერთი ბიჭი მაინც დაგვრჩენოდა...”
  • “ცრემლს სახელოთი იწმენდს...”
  • “ბაწარზე ეკიდა, ბავშვს ჰგავდა...”
  • “ახლა ჩემი შვილები იქნებით...”
  • “ხელებს ვუკოცნიდით...”
  • “პატარა გოგოს თვალით შევცქეროდი...”
  • “დედას არც ერთხელ არ გაუღიმია...”
  • “ჩემს სახელს ვერ ვეგუებოდი...”
  • “გიმნასტური სველი ჰქონდა...”
  • “თითქოს მისი ქალიშვილი გადაერჩინოს...”
  • “რაზმში ხელით მიმიყვანეს... სულმთლად დამტვრეული ვიყავი _ ტერფებიდან კინკრიხომდე...”
  • “რატომ ვარ ასეთი პატარა?..”
  • “ადამიანის სუნი იზიდავდათ...”
  • “სახეში რატომ ესროლეს? დედა ისეთი ლამაზი იყო...”
  • “მთხოვდი, მესროლე და მომკალიო...”
  • “თავშალიც კი არ მაფარია...”
  • “ქუჩაში არავინაა, რომ ვეთამაშო...”
  • “ღამე ფანჯარას გავაღებ... და ფურცლებს ქარს გავატან...”
  • “აქ გათხარეთ...”
  • “პაპა ფანჯრის ქვეშ დავასაფლავეთ...”
  • “ნიჩბებიც უტყაპუნეს, გადაასწორეს, გაალამაზეს...”
  • “ბანტიან კაბას ვიყიდი...”
  • “როგორ თუ მკვდარია? დღეს რომ არ უსროლიათ?..”
  • “იმიტომ, რომ ჩვენ გოგონები ვართ, ის კი ბიჭია...”
  • “გერმანელ ბიჭებს თუ ეთამაშები, ჩემი ძმა აღარ ხარ...”
  • “ეს სიტყვა დავივიწყეთ კიდეც...”
  • “ფრონტზე ხართ წასასვლელი, თქვენ კი დედაჩემი შეგიყვარდათ...”
  • “უკანასკნელ წუთებში თავიანთი სახელები ამოიძახეს...”
  • “ოთხივე ამ ციგაში ჩავებით...”
  • “ეს ორი ბიჭი ბეღურასავით მსუბუქი გახდა...”
  • “მრცხვენოდა, გოგოს ფეხსაცმელი რომ მეცვა...”
  • “ვკიოდი და ვკიოდი... ვერ ვჩერდებოდი...”
  • “ყველამ ერთმანეთს ჩასჭიდა ხელი...”
  • “ისიც კი არ ვიცოდით, მიცვალებული როგორ დაგვეკრძალა... როგორღაც გავიხსენეთ...”
  • “კალათში მოაგროვა...”
  • “კნუტები სახლიდან გაიყვანეს...”
  • “დაიხსომე: მარიუპოლი, პარკის ქუჩა 6...”
  • “გავიგონე, გული როგორ გაუჩერდა...”
  • “ფრონტზე გავიპარე, ჩემს დას _ უფროს სერჟანტ ვერა რედკინას გავყევი...”
  • “საიდანაც მზე ამოდის...”
  • “თეთრი პერანგი სიბნელეში შორს ანათებს...”
  • “სუფთა იატაკზე, ის-ის იყო, რომ მოვრეცხე...”
  • “ღმერთი თუ ამას ხედავდა, ნეტავ რას ფიქრობდა?...”
  • “ამ წუთისოფლის ნათლით ვერ გაძღები...”
  • “მოჰქონდათ გრძელი, წვრილი კანფეტები... ფანქრებს რომ ჰგავდა...”
  • “სკივრი სწორედ ზომაზე მოერგო...”
  • “მეშინოდა, ეს სიზმარი არ მენახა...”
  • “ვნატრობდი, დედისერთა ვყოფილიყავი... დედას გავენებივრებინე...”
  • “არ იძირებოდნენ... ბურთებივით ტივტივებდნენ...”
  • “დამამახსოვრდა ცისფერი ცა... და ამ ცაში ჩვენი თვითმფრინავები...”
  • “მწიფე გოგრებივით...”
  • “ვჭამდით _ პარკებს...”
  • “ვინც იტირებს, ვესვრით...”
  • “დედიკო და მამიკო _ ოქროს სიტყვებია...”
  • “სულ ნაკუწ-ნაკუწ მოუტანიათ...”
  • “წიწილები დაგვეჩეკა... მეშინოდა, არ დაეხოცათ...”
  • “ჯვრის მეფე... აგურის მეფე...”
  • “დიდი ოჯახური ფოტოსურათივით...”
  • “მოდით, კარტოფილი მაინც ჩაგიყაროთ ჯიბეებში...”
  • “დე-და რეც-ხავს რა-ფას...”
  • “წითელლენტიანი ყუბანურა მომცა...”
  • “და ჰაერში ვისვრი...”
  • “პირველ კლასში დედა ხელში აყვანილს მატარებდა...”
  • “ცუგავ, საყვარელო, მაპატიე... ცუგავ, საყვარელო, მაპატიე...”
  • “ის კი გარბოდა: “ეს ჩემი შვილი არ არის! არა-ა!”
  • “ბავშვები კი არა, მამაკაცები და ქალები ვიყავით...”
  • “მამას კოსტიუმს უცხო ძიას ნუ მისცემ...”
  • “ღამ-ღამობით ვტიროდი: სადაა ჩემი ხალისიანი დედიკო?..”
  • “არ მიშვებს, რომ გავფრინდე...”
  • “ყველას უნდოდა, სიტყვა “გამარჯვებისათვის” ეკოცნა...”
  • “მამის გიმნასტურისგან შეკერილი პერანგით...”
  • “წითელი მიხაკებით მოვრთე...”
  • “დიდხანს ველოდი მამიკოს... მთელი ცხოვრება...”
  • “იმ ზღვართან... იმ სამანთან...”
  • სქოლიო