ახალგაზრდა ქართველი ქალი ნინა კაიროში სტუმრად ჩადის ბიძასთან და მის დაუკითხავად მიემგზავრება საჰარაში საფარიტურზე, რომელიც, როგორც აღმოჩნდება, ადამიანების გამტაცებლების მიერაა ორგანიზებული. ჯგუფის გამყოლი ნინას ესვრის. დაჭრილი ნინა კლდოვან უდაბნო ჰამადში იკარგება. სრულიად მოუმზადებელს, მშიერ-მწყურვალს გარდაუვალი სიკვდილი ელის. უიმედოდ დარჩენილი გოგონა შემთხვევით გადაეყრება არაბულ ბედაურს, რომელიც მას თავის მძიმედ დაჭრილ პატრონთან მიიყვანს. ეს – ბედუინი ალ ქაბირია... „ბედუინი“ ქართველი ავტორის, ნეფერტარის, სადებიუტო ნაწარმოებია. თავდაპირველად იგი ჩაფიქრებული იყო, როგორც ლიტერატურული თამაში და 2011-2015 წლებში ცალკეულ თავებად ქვეყნდებოდა ლიტერატურულ პორტალზე urakparaki.com, შემდეგ კი ერთ მთლიან წიგნად იქცა. სათავგადასავლო რომანი, რომელშიც უდაბნოში მარტო დარჩენილი ორი ადამიანის გაუმხელელი სიყვარულის ძალიან საინტერესო და დაძაბული ამბავია მოთხრობილი, სხვა თვალით დაგვანახვებს ჩვენთვის სრულიად უცხოსა და შორეულ სამყაროს და მთლიანად შეგვიცვლის დამკვიდრებულ წარმოდგენას „ერთფეროვანი“, „უსიცოცხლო“ უდაბნოს შესახებ.
- თავი I – საჰარა
- თავი II – ფრენა უფრთოდ
- თავი III – ფრენა ფრთებით
- თავი IV – ჰამლეტის გათვლა
- თავი V – რუკა
- თავი VI – წყალი და იმედი
- თავი VII – გველების ქორწილი
- თავი VIII – გაქცევა
- თავი IX – არაქნიდი
- თავი X – ეფემერა
- თავი XI – მდევარი
- თავი XII – აფთარი
- თავი XIII – გველის ძალა
- თავი XIV – მოძრავი ქვიშა
- თავი XV – თავს ზევით ძალა
- თავი XVI – ჰილალეს სიყვარული
- თავი XVII – ლოდის ჩრდილი
- თავი XVIII – ლურჯი მოჩვენება
- თავი XIX – სტუმარი
- თავი XX – გაცნობა
- თავი XXI – მგელი და ლომი
- თავი XXII – ფენეკი
- თავი XXIII – სიზმარივით ცხადი
- თავი XXIV – ეშმაკის ძაღლები
- თავი XXV – მიწას ჩახუტებულნი
- თავი XXVI – „ჯაბალ შაითან“
- თავი XXVII – კარაკალები
- თავი XXVIII – აზავად
- თავი XXIX – თეთრი უდაბნოს მზე
- თავი XXX – ფარაფრა
- პროლოგიანი ეპილოგი
- სქოლიო