კალათა

დეტალურად

იმპერატორის საბურნუთე. სიკვდილი არარსებულ ოთახში

ჯონ დიქსონ კარი

გამომცემლობა პალიტრა L

მთარგმნელი ნოდარ ძოწენიძე მერაბ ბარამიძე

დეტექტივი

თარგმანი ინგლისურიდან

სერია მსოფლიო დეტექტივების სეიფი

„არც ისე ბევრი დეტექტიური რომანი მაბნევს ბოლო დროს, მაგრამ ბატონი კარი ამას ახერხებს“, – წერდა აგათა კრისტი ჯონ დიქსონ კარის შესახებ. ეს ამერიკელი დეტექტივისტი „დეტექტივის ოქროს საუკუნის“ ერთ-ერთ საუკეთესო წარმომადგენლად მიიჩნევა. წარმოშობით შოტლანდიელი ჯონ დიქსონ კარი 1906 წელს დაიბადა პენსილვანიის შტატში, წარმატებული იურისტისა და პოლიტიკოსის ოჯახში. 21 წლის ასაკში პარიზში გაემგზავრა და სორბონის უნივერსიტეტში ჩაირიცხა. იქვე დაწერა თავისი პირველი დეტექტივი. 1931 წელს კარმა ინგლისელ კლარისა კლევისზე იქორწინა და ინგლისში დაფუძნდა. 1936 წელს კარი დეტექტიურ კლუბში გაწევრიანდა. რამდენიმე წლის განმავლობაში BBC-ზე პროგრამა „სიკვდილთან პაემნის“ ავტორი იყო. ეს პროგრამა შემდგომში ბევრი ცნობილი სერიალის საფუძვლად იქცა. მეორე მსოფლიო ომის დროს კარი რადიოში პროპაგანდის განყოფილებაში მუშაობდა, 1948 წელს კი მცირე ხნით ამერიკაში გადასახლდა. ინგლისში ისევ საქმემ დააბრუნა – მას ერგო პატივი, არტურ კონან დოილის ბიოგრაფია დაეწერა, რომელიც 1949 წელს გამოიცა. 60-იან წლებში კარი მაროკოში ცხოვრობდა, მერე კი ისევ აშშ-ში გაემგზავრა. იგვე გარდაიცვალა 1977 წელს.
  • იმპერატორის საბურნუთე
  • სიკვდილი არარსებულ ოთახში