ამერიკელი მწერალი და სცენარისტი სიდნეი შელდონი (1917-2007), რომლის ნამდვილი სახელი სიდნი შეხტელია, ჩიკაგოში, ებრაელების ოჯახში დაიბადა. მისი კარიერა 1937 წელს ჰოლივუდში დაიწყო, სადაც ფილმებისთვის წერდა სცენარებს და თავის დროზე კომედიური სცენარისთვის „ოსკარიც“ მიიღო. რომანების წერა გვიან დაიწყო. მისი პირველი ნაწარმოები – „ნიღაბჩამოხსნილი სახე“ 1970 წელს გამოქვეყნდა, როდესაც ავტორი 53 წლის იყო. ნაწარმოები ძალიან მალე იქცა ბესტსელერად. იმ დროისათვის სიდნეი ტელესერიალების წარმატებული პროდუსერი და ცნობილი სცენარისტი იყო. საკუთარ სამწერლობო კრედოს იგი მოკლედ განსაზღვრავდა: „მინდა, რომ მკითხველმა ჩემი ნაწარმოები ერთი ამოსუნთქვით წაიკითხოს და გვერდზე არ გადადოს“. მისი წიგნების რეცეპტიც მარტივია: დეტექტიური ინტრიგა, სიმპათიური გმირები, მელოდრამული პასაჟები. ბესტსელერებად ქცეული მისი დეტექტიური რომანები 180-ზე მეტ ქვეყანაში, 51 ენაზეა ნათარგმნი და მისი წიგნების ტირაჟები მილიონობით განისაზღვრება.
- ნიღაბჩამოხსნილი სახე
- პირველი თავი
- მეორე თავი
- მესამე თავი
- მეოთხე თავი
- მეხუთე თავი
- მეექვსე თავი
- მეშვიდე თავი
- მერვე თავი
- მეცხრე თავი
- მეათე თავი
- მეთერთმეტე თავი
- მეთორმეტე თავი
- მეცამეტე თავი
- მეთოთხმეტე თავი
- მეთხუთმეტე თავი
- მეთექვსმეტე თავი
- მეჩვიდმეტე თავი
- მეთვრამეტე თავი
- მეცხრამეტე თავი
- მეოცე თავი
- უცნობი სარკეში
- პროლოგი
- 1
- 2
- 3
- 4
- 5
- 6
- 7
- 8
- 9
- 10
- 11
- 12
- 13
- 14
- 15
- 16
- 17
- 18
- 19
- 20
- 21
- 22
- 23
- 24
- 25
- 26
- 27
- 28
- 29
- 30
- 31
- 32
- 33
- სქოლიო