კალათა

დეტალურად

ეჟი ედიგეი (1912-1982) პოლონეთსა და მის ფარგლებს გარეთ ცნობილი მწერალია, თავშესაქცევი მძაფრსიუჟეტიანი დეტექტივების ავტორი. თუმცა გარდა მწერლობისა, ედიგეი იურისტი და საზოგადო მოღვაწეც გახლდათ. ეჟი ედიგეის ნამდვილი სახელი და გვარი ჯორჯ კორიცკია. წარმოშობით თათრების წარჩინებული ოჯახიდან იყო. მისი წინაპრები ლიტვაში მე-16 საუკუნეში დასახლდნენ. საგვარეულოს მეტსახელი „ედიგეი“ ოქროს ურდოს ერთ-ერთი ლიდერის სახელიდან მომდინარეობს, რომელმაც, ლეგენდის თანახმად, დაუდო სათავე კორიცკების გვარს და მოგვიანებით, უკვე მწერალმა ეჟიმ სწორედ ეს ისტორიული გვარი გამოიყენა ფსევდონიმად. მისი, როგორც მწერლის დებიუტი, საკმაოდ გვიან შედგა – მხოლოდ 1963 წელს გამოაქვეყნა თავისი პირველი რომანი. თუმცა ამის მიუხედავად, სულ მოლე პერიოდში იქცა პოლონეთის ერთ-ერთ წამყვან მწერლად, დეტექტიური ჟანრის კლასიკოსად. მას, როგორც დეტექტივისტს, დანაშაულის სოციალური ფესვები აინტერესებდა. მწერალი ფრთხილად ატარებდა თავის ნაწარმოებებში აზრს, რომ ნებისმიერი დანაშაული გაიხსნება და ყველა დაისჯება. მწერალი 1982 წელს დაიღუპა ავტოკატასტროფაში, ძმასთან ერთად. ის ვარშავაში თათრების სასაფლაოზე დაკრძალეს.
  • ნოტარიალურ კანტორაში
  • ტბორი, გედები და სიკვდილი
  • უცნაური მემკვიდრე
  • ძველი ამბავი
  • იდუმალი ბარათი
  • ას ოცდაათი კილომეტრი საათში
  • ფარდების ჭუჭრუტანიდან ნანახი
  • მე ეს კაცი ვიცანი, ესაა...
  • ვექილ რუშინსკის სიჯიუტე
  • „ორგანიზატორის“ სიკვდილი
  • „გაუმსკდარი ჭურვები ჯერ ისევ საშიშია...“
  • მეექვსე ავიაბომბი
  • თავსატეხის კიდევ ერთი პატარა კუბი
  • ოთხმოც კილომეტრს ნუ გადაამეტებთ...
  • ვექილი რუშინსკი ჰყვება თავშესაქცევ ამბავს...
  • ორი ჭანჭიკი