კალათა

დეტალურად

ადამიანი, სადაც კი უხდება მას ცხოვრება, თუნდაც მიუვალ მთებსა და ხრიოკებს შეხიზნულს, ყველგან აადამიანურებს უტყვ ბუნებას. ფასეულია არა მხოლოდ მსოფლიო ცივილიზაციათა მონუმენტური შენობები, არამედ უჩინო საზოგადოებანიც, დედამიწის კიდეებში გაფანტულნი, ეფემერულნი და ამით ძვირფასნი, რომელთაც მუნმყოფობის კვალიც არ დაუტოვებიათ. მაგრამ ეს უკვალობაც შეიძლება მათი ღირსებაც იყოს, რადგან კვალი ნივთიერია, ეს ხალხი კი თავისი ურვა-ლხენით, ცოდვა-ბრალით, სტუმარ-მასპინძლობით, სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე, ნივთიერთან ერთად სულიერ ღირებულებებს ქმნიდა. არსებობს სოფელი მცირე და სოფელი დიდი, მცირე დიდშია ჩახატული, როგორც სარკე მისი. რა დიდი და რა მცირე... „გვრინის“ პოეტის განცდაში, მკითხველსაც რომ გასენავს, ერთი ძალა აქვს მათ აპოკალიფსურ დასასრულს. ძვირფასი სახელები – ხიტალე, ჩირდილი, სამკიბალი, გადუა, ანატორი და სხვანი მრავალნი ამოუხსნელ რებუსებად შერჩება პოსტაპოკალიფსურ სიზმარს. „ჟამს გამხმარი გვიმრა ამოუქარგავსო“ ნასახლარზე. ერთადერთი გვიმრა, დედამიწის უძველესი ბინადარი, რჩება მისი ბოლოჟამის მოწმედ... (ზურაბ კიკნაძის ბოლოსიტყვაობიდან)
  • ალდი
  • ქადაგი
  • ანატორი – მკვდართა სოფელი