კალათა

დეტალურად

„ელიგულა და ხავა“ თვითანალიზის შედეგად ცხოვრების შეცვლაზე დაწერილი რომანია – ადამიანის სიცოცხლის განმავლობაში უსათუოდ დგება ჟამი თვითანალიზისა, როცა პიროვნება ცდილობს დინჯად, ცივი გონებით შეაფასოს ის, რაც უკეთებია და როგორც უკეთებია: ელიგულა ყმაწვილურმა წინდაუხედაობამ ატარა რევოლუციის გზებზე, ხავა – სიყვარულს ბრმად ემორჩილებოდა – სიყვარულმა აკეთებინა ის, რაც არ უნდა ეკეთებინა, მაგრამ ორივესათვის დგება ჟამი საკუთარ თავში ჩაღრმავების, განვლილი ცხოვრების განსჯისა და ორივეს აღმოაჩნდება ძალა რადიკალურად შეცვალონ თავთავიანთი ყოფა. რომანის მოქმედება ორი ებრაელი ახალგაზრდის ტკბილ-მწარე ყოფის – სიყვარულის – და მეოცე საუკუნის დამდეგის საქართველოს პოლიტიკური ცხოვრების ფონზე მიმდინარეობს. მკითხველი აქ შეხვდება საქართველოს ისტორიის ამ ეპოქის არაერთ ღირსეულ წარმომადგენელს, გაეცნობა საქართველოს ებრაელთა ყოფას.
  • ელიგულა და ხავა
  • მოთხრობები
    • ერთ პატარა დაბაში...
    • სალოცავი
    • ხისკო და ჯამლო