კალათა

დეტალურად

„გამომცემლობა პალიტრა L“ ჟურნალ „ისტორიანთან“ ერთად გთავაზობთ ყველაზე ცნობილი ადამიანების ბიოგრაფიებს. ვინც ისტორია შექმნა და შეცვალა. ბუნებრივია, ისტორიულ ფაქტს, დოკუმენტურ მასალას ამ ნაშრომებში უდიდესი ადგილი უკავია, მაგრამ სულ სხვაა ამბავი, რომელიც ემოციის, პირობითობის, ურთიერთობების, ადამიანური სისუსტეების, წინააღმდეგობებისა და, უბრალოდ, ცხოვრების ფონზე ვითარდება. ამბობენ, რომ დიდი ადამიანები ქმნიან ეპოქას, თუმცა, პირიქითაც ხდება – ეპოქა, გარემო, კონკრეტული სოციალ-ეკონომიკური თუ პოლიტიკური ვითარება ქმნის პროვოკაციულ ფონს, რაც გამჭრიახი, გაბედული და ამბიციური ადამიანებისთვის გამოწვევად იქცევა. ამ მოვლენებს უმეტესწილად საკუთარი ავტორები ჰყავთ – პერსონები, ვინც ხელსაყრელ მომენტს ჩაეჭიდნენ და... რომელთაც შეცვალეს სამყარო! ეს არ არის მშრალი ისტორიულ-დოკუმენტური მასალა, ეს რეალურ ფაქტებზე დაფუძნებული მხატვრულად მოთხრობილი ამბებია, რომელიც ერთი ამოსუნთქვით კი იკითხება, მაგრამ დიდ საფიქრალს ტოვებს. ვინ არიან ისინი? გენიოსი, მეამბოხე, მაძიებელი, მეცნიერი, დიქტატორი, იმპერატორი ან თუნდაც ავანტიურისტი!.. ადამიანები, შეპყრობილნი დიდი იდეით, ან პირადი მოსაზრებით. ან თუნდაც ის, ვინც უბრალოდ გენიოსი იყო. დიდი ადამიანების ვნებები და სურვილები, სისუსტეები და მისწრაფებები, დიდ საქმეს შეჭიდებულთა პირადი ცხოვრება და იქვე მათი ადგილი და როლი კონკრეტულ ეპოქასა და დროში. ჩვენ დიდი ადამიანების შესახებ მოგითხრობთ.
  • თავი I. სტრატფორდი ეივონზე
  • თავი II. მშობლები და წინაპრები
  • თავი III. სტრატფორდის გრამატიკული სკოლა
  • თავი IV. შექსპირის ქორწინება
  • თავი V. თეატრი
  • თავი VI. რენესანსი
  • თავი VII. ლონდონი
  • თავი VIII. ლონდონის თეატრები
  • თავი IX. გზაგასაყარი
  • თავი X. საზოგადოებრივი რენომე
  • თავი XI. პირადი ტრაგედია
  • თავი XII. ნაირფეროვანი ამბები
  • თავი XIII. „ვენეციელი ვაჭრის“ პრეისტორია
  • თავი XIV. თეატრი და პოლიტიკა
  • თავი XV. „გლობუსი“
  • თავი XVI. დედოფალი მოკვდა, გაუმარჯოს მეფეს!
  • თავი XVII. „მისი უდიდებულესობის მსახურნი“
  • თავი XVIII. მეგობრები
  • თავი XIX. მაჭანკალი
  • თავი XX. უკანონო შვილი?
  • თავი XXI. მიწები
  • თავი XXII. „მაკბეტი“
  • თავი XXIII. ოჯახური ყოფა-ცხოვრება
  • თავი XXIV. ახალი თეატრი
  • თავი XXV. ახალი თაობა მოდის
  • თავი XXVI. შემოქმედებითი ცვლილებები
  • თავი XXVII. სცენა და ცხოვრება
  • თავი XXVIII. ასტროლოგის დღიური
  • თავი XXIX. შექსპირი თეატრიდან მიდის
  • თავი XXX. ხანძარი თეატრ „გლობუსში“
  • თავი XXXI. ისევ სტრატფორდში
  • თავი XXXII. ანდერძი
  • თავი XXXIII. „ზოგიერთი ცნობა მისტერ უილიამ შექსპირის ცხოვრების შესახებ“
  • თავი XXXIV. მეოცე საუკუნის ეჭვები, ანუ შექსპირის ვინაობის ოქსფორდული თეორია
  • გამოყენებული ლიტერატურა