კალათა

დეტალურად

„გამომცემლობა პალიტრა L“ ჟურნალ „ისტორიანთან“ ერთად გთავაზობთ ყველაზე ცნობილი ადამიანების ბიოგრაფიებს. ვინც ისტორია შექმნა და შეცვალა. ბუნებრივია, ისტორიულ ფაქტს, დოკუმენტურ მასალას ამ ნაშრომებში უდიდესი ადგილი უკავია, მაგრამ სულ სხვაა ამბავი, რომელიც ემოციის, პირობითობის, ურთიერთობების, ადამიანური სისუსტეების, წინააღმდეგობებისა და, უბრალოდ, ცხოვრების ფონზე ვითარდება. ამბობენ, რომ დიდი ადამიანები ქმნიან ეპოქას, თუმცა, პირიქითაც ხდება – ეპოქა, გარემო, კონკრეტული სოციალ-ეკონომიკური თუ პოლიტიკური ვითარება ქმნის პროვოკაციულ ფონს, რაც გამჭრიახი, გაბედული და ამბიციური ადამიანებისთვის გამოწვევად იქცევა. ამ მოვლენებს უმეტესწილად საკუთარი ავტორები ჰყავთ – პერსონები, ვინც ხელსაყრელ მომენტს ჩაეჭიდნენ და... რომელთაც შეცვალეს სამყარო! ეს არ არის მშრალი ისტორიულ-დოკუმენტური მასალა, ეს რეალურ ფაქტებზე დაფუძნებული მხატვრულად მოთხრობილი ამბებია, რომელიც ერთი ამოსუნთქვით კი იკითხება, მაგრამ დიდ საფიქრალს ტოვებს. ვინ არიან ისინი? გენიოსი, მეამბოხე, მაძიებელი, მეცნიერი, დიქტატორი, იმპერატორი ან თუნდაც ავანტიურისტი!.. ადამიანები, შეპყრობილნი დიდი იდეით, ან პირადი მოსაზრებით. ან თუნდაც ის, ვინც უბრალოდ გენიოსი იყო. დიდი ადამიანების ვნებები და სურვილები, სისუსტეები და მისწრაფებები, დიდ საქმეს შეჭიდებულთა პირადი ცხოვრება და იქვე მათი ადგილი და როლი კონკრეტულ ეპოქასა და დროში. ჩვენ დიდი ადამიანების შესახებ მოგითხრობთ.
  • შესავალი
  • თავი I. ედისონების ბედისწერა
  • თავი II. „სწორედ დედაჩემი იყო ჩემი შემოქმედი”
  • თავი III. სარკინიგზო რომანტიკიდან ტელეგრაფამდე, ანუ ბილეთი მომავალში
  • თავი IV. გამოგონებათა ქარხანა
  • თავი V. „ჯადოქარი“ და ელექტრონათურა
  • თავი VI. სამყაროს „იდეების გენერატორი“
  • თავი VII. გამარჯობა, მისტერ ედისონ!
  • თავი VIII. „ედისონის სკივრის“ ამბები, ფაქტები და ციფრები
  • თავი IX. თომას ედისონი და ნიკოლა ტესლა
  • თავი X. ცვლადი და მუდმივი
  • თავი XI. პატარა ქალისა და უიღბლო, უსიმპათიო, გამოუსადეგარი კაცის სიყვარულის „მორზეს ანბანი“
  • თავი XII. დიდი რომანტიკოსის, მეოცნებისა და მკვლევრის ხელები
  • თავი XIII. ოთხი „მაწანწალა“ გენიოსი
  • თავი XIV. ედისონი ფანტასტიკის ჟანრში
  • თავი XV. თომას ალვა ედისონის „დღიური და სხვადასხვა დაკვირვება“
  • თავი XVI. თომას ედისონის მისტიკა
  • თავი XVII. ვინ ხართ თქვენ, ბატონო ედისონ?
  • ბოლოთქმა
  • ჩანაწერები თომას ედისონის დღიურიდან
  • გავიაროთ ედისონის ტესტი!
  • გამოყენებული ლიტერატურა