კალათა

დეტალურად

ე.ბ. უაითი ნიუ-იორკში, მაუნტ-ვერნონში დაიბადა. 1921 წელს კორნელის უნივერსიტეტი დაამთავრა, შემდეგ კი ბევრი იმოგზაურა, სხვადასხვა საქმეს მოჰკიდა ხელი. ბოლოს, ჟურნალ „ნიუ-იორკერში“ დაიწყო მუშაობა. მეინში მდებარე ფერმაში უაითს ცხოველები ჰყავდა და ზოგი მათგანი მისი მოთხრობებისა და წიგნების პერსონაჟებად იქცა. 1970 წელს მას ლაურა ინგალს უილდერის პრიზი მიენიჭა, რომელსაც ამერიკის ბიბლიოთეკათა ასოციაცია ხუთ წელიწადში ერთხელ ანიჭებს მწერლებს საბავშვო ლიტერატურაში შეტანილი დიდი და მნიშვნელოვანი წვლილისათვის. სტიუარტ ლითლი ჩვეულებრივი თაგვი როდია. მორიდებული და ფიქრიანი სტიუარტი თავგადასავლების დიდი მოყვარული გახლავთ. როცა მისი საუკეთესო მეგობარი, პაწია ჩიტუნა, სახელად მარგალო, სადღაც გაქრა, სტიუარტი გზას გაუდგა და თავგადასავლებისა და მარგალოს საძებრად გაემართა. ნეტავ, იპოვის თუ ვერა?
  • I. წყალსადენ მილში
  • II. შინაური საწუხარი
  • III. ხელ-პირის დაბანა
  • IV. ვარჯიში
  • V. ეშველა
  • VI. ზურგის ნიავქარი
  • VII. იალქნიანი ნავების რბოლა
  • VIII. მარგალო
  • IX. ბეწვზე გადარჩენილი
  • X. გაზაფხული
  • XI. ავტომობილი
  • XII. საკლასო ოთახი
  • XIII. ეიმს-კროსინგი
  • XIV. საღამო მდინარეზე
  • XV. ჩრდილოეთისაკენ