ალექსანდრ ბელიაევი (1884-1942) რუსული სამეცნიერო-ფანტასტიკური ლიტერატურის ერთ-ერთ ფუძემდებლად მიიჩნევა. მისი მოთხრობები მომავლის მეცნიერებასა და ახალი ტექნოლოგიების ძიებას ეხმიანება. „პროფესორ დოუელის თავი“ მწერლის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული რომანია, რომელიც 30-მდე ენაზეა ნათარგმნი. რომანის მიხედვით გადაღებულია ფილმიც. შეიძლება თუ არა ტვინმა იაზროვნოს სხეულის გარეშე? შესაძლებელია თუ არა ტვინის გადანერგვა? როგორ იმოქმედებს ეს ინდივიდის ფსიქიკასა და სულიერ მდგომარეობაზე? სად გადის ზღვარი გენურ ინჟინერიასა და ეთიკას შ ორის? პროფესორი დოუელი საბოლოო მიზნად ადამიანის მოკვეთილი თავის გაცოცხლებას ისახავდა. ბოლო ცდის წინ, რომლის წარმატებაში ეჭვი არ ეპარებოდა, კვლევის სრული ხელნაწერი თავის ასისტენტს გადასცა გადასაბეჭდად, მაგრამ მოულოდნელად ასთმის საშინელი შეტევა დაემართა და... არასდროს იფიქრებდა პროფესორი დოუელი, რომ პირველი სწორედ მისი თავი გაცოცხლდებოდა...
- პირველი შეხვედრა
- აკრძალული ონკანის საიდუმლოება
- თავი ალაპარაკდა
- სიკვდილი თუ მკვლელობა?
- დიდი ქალაქის მსხვერპლნი
- ახალი მობინადრენი და ლაბორატორიები
- თავები ერთობიან
- ცა და დედამიწა
- ბიწიერება და სათნოება
- მკვდარი დიანა
- გაქცეული ექსპონატი
- შეწყვეტილი სიმღერის დასრულება
- ქალი-გამოცანა
- მხიარული გასეირნება
- პარიზში!
- კერნის მსხვერპლი
- რავინოს საავადმყოფო
- „შეშლილები“
- „რთული შემთხვევა პრაქტიკაში“
- ახალბედა
- გაქცევა
- სიკვდილ-სიცოცხლეს შორის
- კვლავ უსხეულოდ
- ტომა მეორედ კვდება
- შეთქმულები
- ჩამწარებული ტრიუმფი
- უკანასკნელი პაემანი
- სქოლიო