„უცნობი ქალის წერილი“ მე-20 საუკუნის უდიდესი ავსტრო-გერმანელი მწერლის, შტეფან ცვაიგის, ყველაზე პოპულარული მოთხრობაა. მთელი მოთხრობა ერთი წერილია − ცნობილ მწერალ რ.-ზე შეყვარებული უცნობი ქალის გულიდან ამოთქმული და ათრთოლებული ხელით დაწერილი წერილი. ვინ არის ეს ქალი? ბნელით მოსილი, ვნებით შეპყრობილი გოგონა წარსულიდან თუ, უბრალოდ, იდუმალი, უცნობი ქალი? ქალი, ვისთვისაც საყვარელ მამაკაცთან მორიგი შეხვედრისას ყველაფერი ნაცნობი და, ამავე დროს, გამაოგნებლად ახალია... კაცი კი... სად და როგორ მთავრდება საყვარელი ადამიანის გზას გულისცემასავით ადევნებული ქალის ამბავი? ამაზე პასუხი ამ პატარა მოთხრობაშია, უცნობი ქალის წერილშია!..