„მე აღფრთოვანებული ვარ ჩემი ისტორიით, რომელთა გახსენებისას რამდენჯერმე საკუთარ თავთან სექსიც კი მქონდა. რაც უფრო მეტს ვწერდი, ვხვდებოდი, რომ ჩანაწერები ჩემი გარშემომყოფებისთვის უშიშროების სამსახურის მასალების მსგავს დატვირთვას იძენდა. ნაგლეჯებს ყველგან ვინახავდი, ჩანთაში, სააბაზანოში, საწოლის ქვეშ და ბოლოს - სახლის სახურავზეც. ნაწარმოები ძალიან სექსუალური შინაარსისაა, ჩემმა მეგობარმა ის „მასტურბაციის ეპიკად“ შერაცხა. წერაში სექსის ღმერთი დამეხმარა! ახლა ხმამაღლა იცინი და ფიქრობ: „რა ჯანდაბაა, ეს სექსის ღმერთი?” გახსოვდეს, ეს წიგნი საკუჭნაოში უნდა წაიკითხო, მთავარია, შენთვის კომფორტულ პოზაში მოთავსდე (მე, მაგალითად, კითხვისას იოგის მსგავს მოძრაობებს ვაკეთებ), კარგად გადაკეტე ოთახის კარი და მოემზადე ჩემს გასაცნობად. ეს რეალურ ისტორიებზე შექმნილი რომანია.“ - ლუკა პირველი.
- თავი 1. კატა „ჰერმესა“
- თავი 2. პორნო ჟურნალები
- თავი 3. სილამაზე, ტერორიზმის გამოვლინება
- თავი 4. ლუკა პირველი
- თავი 5. ცისფერი ღამეები
- თავი 6. წყნეთის სასაფლაო
- თავი 7. სოფლიდან ჩამოსვლის სევდა
- თავი 8. „შეუვალი დათა“
- თავი 9. ბლოგი შენს შესახებ
- თავი 10. მისტიური სახლი
- თავი 11. „კაცი გამოძახებით“
- თავი 12. შავი ჭირი
- თავი13. წერილი დედას