კალათა

დეტალურად

ფიოდორ დოსტოევსკის გახმაურებულ რომანს „ძმები კარამაზოვები“ ქართული საზოგადოებისთვის განსაკუთრებული წარდგენა არ სჭირდება. ესაა ნაწარმოები, რომელმაც გამოქვეყნებისთანავე (1880 წ.) მიიპყრო მკითხველის ყურადღება და დღესაც ისევე პოპულარულია (თუ უფრო მეტად არა), როგორც 140 წლის წინ. „ძმები კარამაზოვების“ დაწერას ფიოდორ დოსტოევსკიმ თავისი სიცოცხლის ორი უკანასკნელი წელია შეალია. რომანის დაბეჭდვიდან რამდენიმე თვეში მწერალი გარდაიცვალა. დარჩა დაუსრულებელი გენიალური ნაწარმოები და უამრავი გაშლილი თემა: ღმერთის არსებობის საკითხი, თავისუფალი ნება, მორალი, ეჭვი, რწმენა; დარჩა რომანი, რომელმაც განსაზღვრა ლიტერატურის განვითარების მთელი შემდგომი გზა. თუმცა, როგორც ჰერმან ჰესე ამბობდა: „ბედნიერებაა, რომ დოსტოევსკიმ ვერ დაამთავრა „ძმები კარამაზოვები“. დასრულებული თხზულება ააფეთქებდა როგორც რუსულ ლიტერატურას, ისე მთელ რუსეთსა და მთელ კაცობრიობას. მაგრამ ნათქვამსაც, თუნდაც ბოლომდე უთქმელს, ვერ გააქრობ, ვერ აქცევ უთქმელად“. ესაა წიგნი სამი ძმის, სამი კარამაზოვის შესახებ, თუმცა, მათი ცხოვრების მიღმა სხვების უამრავ ცხოვრებისეულ კითხვაზეც იმალება პასუხი.
  • ავტორისგან
  • პირველი ნაწილი
    • პირველი წიგნი – ერთი ოჯახის ამბავი
      • I. ფიოდორ პავლოვიჩ კარამაზოვი
      • II. პირველი ვაჟი გაისტუმრა
      • III. მეორე ქორწინება და მომდევნო შვილები
      • IV. მესამე ვაჟი ალიოშა
      • V. ბერ-მოძღვარნი
    • მეორე წიგნი – უადგილო თავყრილობა
      • I. მონასტერს ეწვივნენ
      • II. ტაკიმასხარა
      • III. მორწმუნე დედაკაცები
      • IV. მცირედმორწმუნე ქალბატონი
      • V. აღსრულდეს, აღსრულდეს!
      • VI. რატომ არის ამქვეყნად ასეთი კაცი!
      • VII. კარიერისტი სემინარიელი
      • VIII. სკანდალი
    • მესამე წიგნი – ავხორცნი
      • I. სალაქიოში
      • II. ლიზავეტა სმერდიაშჩაია
      • III. მხურვალე გულის აღსარება. ლექსად.
      • IV. მხურვალე გულის აღსარება. ანეკდოტებით.
      • V. მხურვალე გულის აღსარება. თავდაყირა.
      • VI. სმერდიაკოვი
      • VII. პაექრობა
      • VIII. კონიაკის კვალდაკვალ
      • IX. ავხორცნი
      • X. ორივენი ერთად
      • XI. კიდევ ერთი დაღუპული რეპუტაცია
    • მეორე ნაწილი
      • მეოთხე წიგნი – თვითგვემა
        • I. მამა თერაპონტე
        • II. მამასთან
        • III. მოსწავლეებს გადაეყარა
        • IV. ხოხლაკოვებთან
        • V. თვითგვემა სასტუმრო ოთახში
        • VI. თვითგვემა ქოხში
        • VII. სუფთა ჰაერზე
      • მეხუთე წიგნი – PRO და CONTRA
        • I. პირობის შეკვრა
        • II. სმერდიაკოვი გიტარით
        • III. ძმები ერთმანეთს ეცნობიან
        • IV. ამბოხი
        • V. დიდი ინკვიზიტორი
        • VI. ჯერ კიდევ ძალზე ბუნდოვანი
        • VII. „ჭკვიან კაცთან საუბარი საინტერესოა“
      • მეექვსე წიგნი – რუსი ბერი
        • I. ბერ-მოძღვარი ზოსიმე და მისი სტუმრები
        • II. ღვთით განსვენებული სქიმოსანი მღვდელ-მონაზვნის, ბერ-მოძღვარ ზოსიმეს ცხოვრება, მისი მონათხრობის მიხედვით ჩაწერილი ალექსეი ფიოდოროვიჩ კარამაზოვის მიერ
        • III. ბერ-მოძღვარ ზოსიმეს საუბრები და დარიგებანი
      • მესამე ნაწილი
        • მეშვიდე წიგნი – ალიოშა
          • I. ხრწნის სუნი
          • II. ხელსაყრელი წუთი
          • III. ხახვის ფოჩი
          • IV. კანა გალილეაისა
        • მერვე წიგნი – მიტია
          • I. კუზმა სამსონოვი
          • II. ძაღლანა
          • III. ოქროს საბადოები
          • IV. წყვდიადში
          • V. უეცარი გადაწყვეტილება
          • VI. თავად მოვდივარ!
          • VII. ადრინდელი და უცილობელი
          • VIII. ბოდვა
        • მეცხრე წიგნი – წინასწარი გამოძიება
          • I. მოხელე პერხოტინის კარიერის დასაწყისი
          • II. განგაში
          • III. გზანი სულის წამებისანი. წამება პირველი
          • IV. წამება მეორე
          • V. წამება მესამე
          • VI. პროკურორმა მიტია გააბა
          • VII. მიტიას უდიდესი საიდუმლო. უსტვინეს
          • VIII. მოწმეთა ჩვენება. ბალღი
          • IX. მიტია გზას გაუყენეს
        • მეოთხე ნაწილი
          • მეათე წიგნი – ბიჭები
            • I. კოლია კრასოტკინი
            • II. ბავშვები
            • III. მოსწავლე
            • IV. ჟუჩკა
            • V. ილიუშას ლოგინთან
            • VI. ნაადრევი განვითარება
            • VII. ილიუშა
          • მეთერთმეტე წიგნი – ივან ფიოდოროვიჩი
            • I. გრუშენკასთან
            • II. მტკივანი ფეხი
            • III. ალქაჯი
            • IV. ჰიმნი და საიდუმლო
            • V. შენ არა, შენ არა!
            • VI. პირველი სტუმრობა სმერდიაკოვთან
            • VII. მეორე ვიზიტი სმერდიაკოვთან
            • VIII. სმერდიაკოვთან მესამე, უკანასკნელი შეხვედრა
            • IX. ეშმაკი. ივან ფიოდოროვიჩის კოშმარი
            • X. „ამას ის მეუბნებოდა!“
          • მეთორმეტე წიგნი – სასამართლოს შეცდომა
            • I. საბედისწერო დღე
            • II. სახიფათო მოწმეები
            • III. სამედიცინო ექსპერტიზა და ერთი გირვანქა თხილი
            • IV. მიტიას ბედი უღიმის
            • V. უეცარი კატასტროფა
            • VI. პროკურორის სიტყვა. დახასიათება
            • VII. ისტორიული მიმოხილვა
            • VIII. ტრაქტატი სმერდიაკოვზე
            • IX. ფსიქოლოგია მთელი სისწრაფით. დაუდგრომელი ეტლი. პროკურორის სიტყვის ფინალი
            • X. დამცველის სიტყვა. ჯოხს ორი ბოლო აქვს
            • XI. ფული არ ყოფილა. არც ძარცვა ყოფილა
            • XII. არც მკვლელობა ყოფილა
            • XIII. აზრთა მრუშება
            • XIV. გლეხებმა თავისი გაიტანეს
          • ეპილოგი
            • I. მიტიას ხსნის პროექტები
            • II. ერთი წუთით ტყუილი სიმართლედ იქცა
            • III. ილიუშეჩკას გასვენება. ქვასთან წარმოთქმული სიტყვა
          • სქოლიო