კალათა

დეტალურად

ილი ერთი პაწაწინა და უცნაური ქალაქია, რომელიც ისე შორსაა, რომ მის შესახებ თითქმის არავის არაფერი სმენია. ალბათ მხოლოდ მე, შენ და კიდევ რამდენიმე ადამიანმა ვიცით. რაკი ქალაქი პატარაა, ხალხიც ცოტა ცხოვრობს: გრძელწვერა ბრძენი მოხუცი ტობიასი, დალაქი სორენსენი, მეძეხვე, ხაბაზი, რემო, ტომი, დეიდა სოფიე და ციცქნა კამომილა. ქალაქის სამ ყაჩაღს – კასპერს, იესპერსა და იონათანს, მართალია, ყაჩაღები ჰქვიათ, მაგრამ სხვა ყაჩაღებივით ბოროტები სულაც არ არიან. პოლიციის უფროსი ბასტიანი კი ძალიან კეთილია და ხალხის დაპატიმრება არ უყვარს. ჰო, კიდევ, ილის მოქალაქეებს ერთი ტრამვაიც ჰყავთ, რომელსაც ძალიან მხიარული ვატმანი სივერსენი მართავს და მგზავრებს უგემრიელესი ორცხობილებით უმასპინძლდება. პატარა და უცნაურ ილის ქალაქში ამბებიც უცნაური ხდება. ამ მშვენიერი ილუსტრაციებით გაფორმებულ წიგნს თუ წაიკითხავ, ბევრს იხალისებ.
  • პირველი თავი – პოლიციის უფროს ბასტიანზე, მოხუც ტობიასზე, დეიდა სოფიესა და ილის ქალაქში მცხოვრებ სხვა კარგ ადამიანებზე
  • მეორე თავი – სამი ყაჩაღის: კასპერის, იესპერისა და იონათანის შესახებ
  • მესამე თავი – მეძეხვე გაბრაზებულია, პოლიციის უფროსი შეწუხებული, სილიუსის ვირი კი ისეთი გაჯიუტებულია, რომ ადგილიდან ფეხს ვერ აცვლევინებენ
  • მეოთხე თავი – ილის ქალაქის დღეობაა, მაგრამ ციცქნა კამომილას დეიდა სოფიე წვეულებაზე წასვლის უფლებას არ აძლევს
  • მეხუთე თავი – მოედანზე გამართული წარმოდგენისა და ქალაქის პარკში ჩატარებული  წვეულების შესახებ
  • მეექვსე თავი – იმ სამის შესახებ, რომლებიც წვეულებას არ ესწრებოდნენ
  • მეშვიდე თავი – საინტერესო ღამე მეძეხვის მაღაზიაში
  • მერვე თავი – იონათანს ერთი კარგი აზრი მოუვა თავში და ყაჩაღებიც დეიდა სოფიეს მოსატაცებლად ქალაქს მიაშურებენ
  • მეცხრე თავი – დეიდა სოფიე იღვიძებს, თუმცა ყველაფერი სულაც არ ხდება ისე, როგორც ყაჩაღებს ეგონათ
  • მეათე თავი – საიდუმლო, რომელიც კოშკში მცხოვრებ მოხუც ტობიასს ეხება
  • მეთერთმეტე თავი – მოხუცი ტობიასის დაბადების დღე საჩუქრებით, საზეიმო სიტყვითა და სიმღერით აღნიშნეს
  • მეთორმეტე თავი – რომელშიც ტომის რაღაც საინტერესო შეემთხვა
  • მეცამეტე თავი – რომელშიც კასპერი, იესპერი და იონათანი საყაჩაღოდ ქალაქის გზას დაადგებიან
  • მეთოთხმეტე თავი – პოლიციაში
  • მეთხუთმეტე თავი – დაპატიმრებული კასპერი, იესპერი და იონათანი
  • მეთექვსმეტე თავი – დალაქი სორენსენი გაოცებულია
  • მეჩვიდმეტე თავი – ლომი ძალიან ბევრს ჭამს და ბასტიანს კარგი აზრი მოსდის თავში
  • მეთვრამეტე თავი – ხანძარი მოხუცი ტობიასის კოშკურაზე. კასპერი, იესპერი და იონათანი საარაკო საქციელს სჩადიან