გაი კავასაკი სტივ ჯობსის უახლოესი პარტნიორი იყო და მის გვერდით Apple-ის დაარსების დღიდან იმყოფებოდა. კომპანია გაიმ სტივთან ერთად დატოვა და უკანაც მასთან ერთად დაბრუნდა. როცა კომპანია Apple-ში საქმე გამოსწორდა, მან თავისი ვენჩურული კომპანია (Garage Technology Ventures) შექმნა და მალე ტექნოლოგიების ბიზნესში წამყვანი პოზიცია დაიკავა. დღეს ბიზნესსამყაროში გაი კავასაკი აღიარებულია ექსტრემალური ბიზნესმეთოდების ავტორად, რომელსაც წარმატება მუდამ თან სდევს; მისი წიგნები მრავალ ენაზე ითარგმნა და მსოფლიოში დიდი პოპულარობით სარგებლობს. „იდეიდან პირველ მილიოდამდე“ - პრაქტიკული სახელმძღვანელოა მათთვის, ვინც ახლა იწყებს ბიზნესსაქმიანობას ან უკვე დაწყებულის განვითარება სურს. ნოვატორი და ბიზნესში რევოლუციური წესების ავტორი გაი კავასაკი გასწავლით, თუ როგორ უნდა გადადგათ პირველი ნაბიჯები ბიზნესსამყაროში; როგორ უნდა გახდეთ ქარიზმატული ლიდერი; როგორ იმუშაოთ გუნდთან ერთად; როგორ შეარჩიოთ ბიზნესპარტნიორი; როგორ მოიზიდოთ ინვესტორი; როგორ მართოთ კომპანია. გაეცანით ბიზნესის ამ პრაქტიკულ სახელმძღვანელოს და აქციეთ იდეა წარმატებულ ბიზნესად ‒ გახსოვდეთ, რომ სწორი დასაწყისი წარმატების საწინდარია.
- შესავალი
- 1-1
- 1-2
- 1-3
- 2-1
- 2-2
- 3-1
- 3-2
- 3-3
- 4
- 5-1
- 5-2
- 5-3
- 6-1
- 6-2
- 6-3
- 7-1
- 7-2
- 7-3
- 7-4
- 8-1
- 8-2
- 9-1
- 9-2
- 9-3
- 9-4
- 10-1
- 10-2
- 11
- ბოლოსიტყვა